"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი", - აცხადებს შარლ მიშელი და 2 კვირიან ვადას ასახელებს.
მისივე თქმით, ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს ჩაიბარებს, თუ რა შედეგი მოჰყვება ოპოზიციისა და "ოცნების" დიალოგს - ამის შესახებ მიშელმა ორბელიანების სასახლეში დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური პარტიებსა და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები და ყველა მონაწილემ უნდა იზრუნოს დიალოგის გაძლიერებაზე. ჩვენ განვაგრძობთ მხარდაჭერას ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს იმისთვის რომ ეს დიალოგი დარჩეს ძალაში და მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. " ამბობს შარლ მიშელი.
შეგახსენებთ, შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საღამოს 20 საათზე დაიწყო. "ოცნებიდან" მას პრემიერი ღარიბაშვილი ესწრებოდა. დიალოგი სწორედ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები