"ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. ვადასტურებ დიალოგის გაგრძელების მზაობას" ,- ამის შესახებ პრემიერმინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს "მთელ რიგ საკითხებსა და განსხვავებებზე იმსჯელეს და თავიანთი პრინციპული პოზიციებიც გაცვალეს".
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსთან ექნება, პოზიციას კი უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებენ.
"შარლ მიშელის რჩევა და მოწოდება იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ გამოვნახოთ საერთო ენა რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესს ემსახურება.. იმედი მაქვს, ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. ვადასტურებ დიალოგის გაგრძელების მზაობას, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები