ჩვენთვის ყველაზე პრინციპული საკითხია, შემდეგ შეხვედრაზე ნიკა მელია მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდეს - დეკანოიძე
პოლიტიკა - 11:49, 02 Mar, 2021     713

ენმ-ს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია ნიკა მელიას გამოშვება, რომელიც შემდეგ შეხვედრაზე მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ციხეში, ძალიან მძიმე განაჩენია ქვეყნის მომავლისთვის.

„ჩვენ არავითარი წინგადმოდგმული ნაბიჯი „ქართული ოცნებისგან“ არ ვიცით, გარდა გუშინდელი შეხვედრისა, როდესაც მზადყოფნა გამოთქვეს, რომ შეგვხვდებოდნენ ბატონ მიშელთან ერთად. დანარჩენი ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ჩვენ გავაგრძელებთ იმ გეგმას, რომელიც დავაანონსეთ, მათ შორის, ეს იქნება აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. 13-შიც იქნება დიდი აქცია.

რაც შეეხება გუშინ ჩამოყალიბებულ დოკუმენტს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასში არის ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და რიგგარეშე არჩევნები. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენთვის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შემდეგ მოლაპარაკებებზე ნიკა მელია იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია გუშინ. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ციხეში, ეს არის ძალიან მძიმე განაჩენი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, როგორც დეკანოიძე აცხადებს, „პროტესტისთვის ადამიანების დაკავება და ამდენი პოლიციელის მოცდენა არის წარმოუდგენელი“. „ჩვეულებრივად ეს არის ყველგვარი სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა“, - განაცხადა დეკანოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42