მე და ელისაშვილმა კარგად შევასრულეთ ის ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით - ლევან იოსელიანი
პოლიტიკა - 12:00, 02 Mar, 2021     916

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, მან და ალეკო ელისაშვილმა ის ამოცანა კარგად შეასრულეს, რისთვისაც პარლამენტში შევიდნენ. იოსელიანის თქმით, არჩევნები, როცა არ უნდა ჩატარდეს ის, უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე იყო:

"დღეს არის ისტორიული დღე. ჩვენ საბოლოო ჯამში, შევძელით მიგვეღწია შეთანხმებისთვის და მიგვეღო დოკუმენტი, რომელიც რეალურად, სამომავლოდ საქართველოსთვის არჩევნებს გახდის ბევრად უფრო სანდოსა და გასაგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მეც და ალეკო ელისაშვილიც ვთვლით, რომ ჩვენი ამოცანა, რისთვისაც პარლამენტში შემოვედით, შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად. ამ ცვლილებების შედეგად, როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, იქნება ეს თვითმმართველობის, ვადამდელი თუ 2024 წლის, არჩევნების დღე იქნება ბევრად უფრო გამჭვირვალე, გასაგები, უკეთესი, ვიდრე აქამდე ყოფილა. იმიტომ, რომ ეს ცვლილებები ითვლისწინებს ყველაზე მთავარს- ელექტრონული მთვლელი მანქანების შემოტანას, პირველ ეტაპზე, ნაწილ უბნებზე და მერე მთელ საქართველოში; რეგისტრაციას ანაბეჭდის საშუალებით, რაც კარუსელების თემას დახურავს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უბნების 10% -ის სავალდებულო გადათვლა, ასეთი 365 უბანია, რაც გამორიცხავს გაყალბების შესაძლებლობას.

ეს ცვლილებები, რაც მთავარია, ახალ პოლიტიკურ ძალებსა და ლიდერებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა. ეს ყველაფერი მთლიანობაში შემდგომ არჩევნებს, როცა არ უნდა ჩატარდეს, ჩვენი მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო სანდოს გახდის. უნდა დავასრულოთ არჩევნების გამო დაპირისპირებისა და კრიზისის შესაძლებლობა. არჩევნები აღარ უნდა იყოს პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი, ეს იყო მთავარი ამოცანა, რის გამოც შემოვედით პარლამენტში და ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს. ჩვენ ამას კანონად ვაქცევთ მაშინ, როცა სრული კონსენსუსი იქნება არამხოლოდ ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, არამედ საზოგადოებაში. ყველას უნდა გავაგებინოთ რომ ეს ცვლილებები არის გარდამტეხი და შეცვლის ჩვენი ქვეყნის პერსპექტივას", - განაცხადა იოსელიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42