გვერდში დგომა, სრული მხარდაჭერა აღვუთქვი ეკლესიას - პრემიერი
პოლიტიკა - 12:40, 02 Mar, 2021     301

პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დღეს ეკლესიის წინაშე დიდი გამოწვევაა. მისი თქმით, პატრიარქსა და ეკლესიას, როგორც მთავრობის მეთაურმა, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა:


"ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება და დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან, პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, ჩვენი დიდი მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ.

მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე. ჩვენ გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ. არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი, არის ანტისახელმწიფოებრივი, არის მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის ინტერესებს.

მე როგორც მთავრობის მეთაურმა, სრული მხარდაჭერა, რაც შემეძლება, გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას და დავუდასტურე კიდევ ერთხელ ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული" - განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა - ამირან გამყრელიძე აღდგომაზე
"ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის" - გამყრელიძე
უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა
სააღდგომოდ მიდიან სოფლებში კარგია, რომ არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში - გამყრელიძე
სოფო შევარდნაძე შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)
ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ“ გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა - საპატრიარქო
"არის საკმაოდ სერიოზული ძიება, რომ საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული" - ხაზარაძე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ
ბუდობს თუ არა სამედიცინო პირბადეებში მიკროორგანიზმები - გიორგი ფხაკაძის განმარტება
"ახლა უკვე საჯაროა და გატყობინებთ..." - გიორგი ფხაკაძე ამ დროისთვის მისთვის ყველაზე სანდო ვაქცინას ასახელებს
" არავითარი ცნობადი როჟები...საუბედუროდ, მოსახლეობას მხოლოდ მამაოების სჯერა, საჭიროა პირდაპირ ეთერში აიცრან" - კობახიძე
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42