ვინ ითბობს ხელებს ხალხის სიცოცხლის ხარჯზე - ჯანდაცვის სამინისტრო კორუფციულ ფაქტებზე ალაპარაკდა
COVID-19 - 13:31, 02 Mar, 2021     496

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის საბჭო მზად არის, გაითვალისწინოს არასამთავრობო სექტორის ის წინადადებები, რომელიც ანტიკორუფციული კუთხით იქნება შემოთავაზებული, რადგან კორუფციის რისკი ეპიდემიის პირობებში, მაღალია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ გარკვეული რისკებისგან თავის დაზღვევა მნიშვნელოვანია:

„ვაქცინაციის გეგმის მუშაობის პროცესი იყო ძალიან წარმომადგენლობითი. გეგმა არის ცოცხალი დოკუმენტი და მისი განახლება იგეგმებოდა თავიდანვე, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ არასამთავრობო სექტორის წინადადებები თუ დამატებითი მექანიზმების გათვალისწინებას მიიჩნევენ მნიშვნელოვნად გეგმის ფარგლებში. ვაქცინაციის საბჭო, რომელიც ასევე წარმომადგენლობითი ორგანოა და იქ არიან როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორის წამომადგენლები, მზად არის განიხილოს ის წინადადებები, რომელიც ანტიკორუფციული კუთხით იქნება შემოთავაზებული, რადგან კორუფციის რისკი ეპიდემიის პირობებში, როდესაც ბაზარზე დეფიციტი ვაქცინებთან მიმართებაში მაღალია და მე გუშინაც ვახსენე ის, რომ სამინისტრომ აქამდეც მიიღო გარკვეული შუამავლებისგან შემოთავაზებები, რომლებიც ვერ ადასტურებენ მათ კავშირს მომწოდებლებთან და რა თქმა უნდა, ასეთი რისკებისგან გადაზღვევა მნიშვნელოვანია და მზად ვართ ეს ნაწილი გავითვალისწინოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა - ამირან გამყრელიძე აღდგომაზე
"ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის" - გამყრელიძე
უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა
სააღდგომოდ მიდიან სოფლებში კარგია, რომ არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში - გამყრელიძე
სოფო შევარდნაძე შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)
ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ“ გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა - საპატრიარქო
"არის საკმაოდ სერიოზული ძიება, რომ საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული" - ხაზარაძე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ
ბუდობს თუ არა სამედიცინო პირბადეებში მიკროორგანიზმები - გიორგი ფხაკაძის განმარტება
"ახლა უკვე საჯაროა და გატყობინებთ..." - გიორგი ფხაკაძე ამ დროისთვის მისთვის ყველაზე სანდო ვაქცინას ასახელებს
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42