ენმ-ს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ღარიბაშვილისა და მმართველი გუნდის რიტორიკა არ შეესაბამება საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს. მისი თქმით, ჩარჩო შეთანხმების პუნქტები, რომელიც იყო გუშინ წარმოდგენილი, გულისხმობს ვადამდელ არჩევნებზე საუბარს, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას უპირობო გათავისუფლებას:
"რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს და რა თქმა უნდა, ეს დააზიანებს არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ ზოგადად ქვეყანას, არ იქნება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა.
ჩარჩო შეთანხმების პუნქტები, რომელიც იყო გუშინ წარმოდგენილი, გულისხმობს ვადამდელ არჩევნებზე საუბარს, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას უპირობო გათავისუფლებას. ჩვენი ძირითადი დიალოგის მთავარი ნაწილი იყო ის, რომ შემდეგ მოლაპარაკებებზე უნდა იყოს ნიკა მელია წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობის სახელით. შესაბამისად, ამ ჩარჩო შეთანხმების გარშემო საუბარი აუცილებლად მოუწევს ქართულ ოცნებას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები