ირაკლი ღარიბაშვილი გავლენების გასაფართოებლად პარტიული ხაზითაც იბრძვის - ფორმულას ინფორმაციით, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, მოქმედმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს. წყარო აცხადებს, რომ ამ ცვლილების იდეის ავტორი თავად ბიძინა ივანიშვილია, თუმცა კობახიძე პოსტის დატოვებას მარტივად არ აპირებს, ამიტომ ივანიშვილის სურვილის ასრულება ჭიანურდება.
ტელეკომპანიის ცნობით, ივანიშვილმა კობახიძეს პოსტიდან წასვლა თებერვალში, ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნიდან მალევე მოსთხოვა, ეს პერიოდი კი ირაკლი კობახიძის საჯარო სივრციდან გაუჩინარებას ემთხვევა. 2 კვირის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარე მედიასთანაც კი არ გამოჩენილა.
არსებული ინფორმაციით, პარტიის დატოვებას თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე აპირებს. მერი არამხოლოდ პარტიიდან, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის. არსებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს. კალაძემ შესაძლოა, დატოვოს ქვეყანაც და საცხოვრებლად მილანში დაბრუნდეს.
მასალის გამოყენების პირობები