ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო იმაზე უფრო შორსაა EU-ს წევრობისგან, ვიდრე წარმოგვიდგენია
პოლიტიკა - 18:33, 07 Apr, 2021     524

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ონლაინ შეხვედრაზე თქვა, რომ საქართველო დღეს შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, რადგან წლების განმავლობაში ქვეყანა უკან მიდის.

"ვისურვებდი უფრო ახლოს ვიყოთ, გულწრფელად, საქართველო იმაზე უფრო შორსაა ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მას შემდეგ, რაც ბევრჯერ ვესტუმრე საქართველოს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი შესამჩნევად უკან მიდის გასული წლების განმავლობაში. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ხელისუფლებასა და პარლამენტში გაუგებარია, ამიტომ ბევრი სტრუქტურა არ არის ისეთივე ცხადი, როგორიც იყო ადრე.

როდესაც გაჩნდება ძალის განაწილების, კომპრომისზე წასვლის ნება და ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს გაუჩნდება გრძნობა, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება წევრობაზე საუბარი, სულ მცირე, ევროპული პარლამენტისგან, თუმცა ეს ჩემი პირადი შეფასებაა". – ამბობს ფონ კრამონი

ფონ კრამონი შეეხო ფინანსური დახმარების საკითხსაც და თქვა, რომ მათ ისეთი პარტნიორი სჭირდებათ, რომელიც მზადაა, მიიღოს ეს დახმარებები და გაანალიზოს მათი მნიშვნელობა.

"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვითმენდით, ისე, რომ ცოტათი დავაგვიანეთ კიდევაც ჩვენი განცხადებით ჩვენს შეშფოთებასთან დაკავშირებით, ეს არის დასაწყისი. ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ საქართველოს ევროატლანტიკურ გეზს, თუმცა ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც მზად იქნებიან, მიიღონ ჩვენი დახმარება და გაანალიზონ მხარდაჭერა ფინანსური ან სხვა რაიმე დახმარების გზით". – ამბობს ფონ კრამონი

ამასთან ერთად, ფონ კრამონმა თქვა, რომ ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტაზე პარლამენტში კიდევ იქნება საუბარი და ეს არ იქნება მხოლოდ ცაკლეული წევრების აზრი, არამედ ერთიანი, თანმიმდევრული ხედვა.

"ჩვენ კიდევ ვიმსჯელებთ ფინანსურ დახმარებაზე, რას ვიზამთ, რა სახის პირობას ჩავდებთ, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ ინდივიდუალური წევრების აზრი, არამედ პარლამენტის ერთობლივი, თანმიმდევრული შეხედულება, აუცილებელია იმის თქმა, რომ ეს არ არის ჩვენი სურვილი, რომ ასეთი მკაცრი ენა გამოვიყენოთ, საქართველოდან იყო პროვოკაცია". –ამბობს ფონ კრამონი





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ - ცერცვაძე
კახა კალაძე საზღვარგარეთ იმყოფება - რატომ წავიდა მერი უცხოეთში?
ინდოეთში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც მაიმუნებს ქურდობისთვის იყენებდნენ
ინდოეთში COVID-19-ის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო
შეხვედრები ევროკავშირის ოფისში - სავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
კრისტიან დანიელსონის შემოთავაზებული დოკუმენტი განვიხილეთ - კარლ ჰარცელი შეხვედრის დასრულების შემდეგ
ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი...წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს - ჯაფარიძე პრეზიდენტზე
არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა - ამირან გამყრელიძე აღდგომაზე
"ვაქცინაცია წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის" - გამყრელიძე
უხვი ნალექის გამო დაბა ბაკურიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო დაიტბორა
სააღდგომოდ მიდიან სოფლებში კარგია, რომ არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში - გამყრელიძე
სოფო შევარდნაძე შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)
ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ“ გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა - საპატრიარქო
"არის საკმაოდ სერიოზული ძიება, რომ საკითხები, რაც ოპოზიციას ჰქონდა დაყენებული, იქნას მიღწეული" - ხაზარაძე ელჩებთან შეხვედრის შემდეგ
საინტერესო ამბები
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42