ანრი ოხანაშვილის სიმამრს, გორში, ზუსტად საოკუპაციო ზოლთან სახელმწიფომ მიზერულ ფასად გადასცა 80 ჰა სასოფლო სავარგულები.
ამირან ხოდელის მტკიცებით, მისი ახლად გაშენებული პლანტაციები სიძის კარიერას არ უკავშირდება. მაგრამ ფაქტია, რომ მისთვის მიწების გადაცემა ოხანაშვილის დეპუტატობის პარალელურად იწყება.
დოკუმენტებიდან ირკვევა რომ ანრი ოხანაშვილის სიმამრს მიწები გორის რაიონში სიძის დეპუტატობამდეც ჰქონდა, თუმცა, ამავე დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან ადრე შეძენილ მიწებს, სოფლის დანარჩენი ფართობიც მიუერთა. თავად, ანრი ოხანაშვილის სიმამრი უცნაურს ვერაფერს ხედავს, იმაში რომ სოფელ ბერშუეთში ყველაზე ბევრი მიწის ნაკვეთი მას აქვს, ეს ყველაფერი კი მას შემდეგ რაც მისი ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა და მისი სიძე მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები