"უკომპრომისოები ვიქნებით, ყველას მიეხედება, ან შეინანებენ, ან არადა ნახავენ ღვთის ძალას" , - აცხედებს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი და ამბიონიდან ისევ იმუქრება.
"მარხვაა და მარხვის ბოლომდე ველოდებით, რომ გამოფხიზლდნენ. წლები გადის და არათუ სინანული, არამედ გამოდიან და სულელებივით ერთი და იმავე რამეს იძახიან, ნეტა თვითონ თუ ჯერათ, მაგრამ იმდენჯერ ილაპარაკეს, შეიძლება ერთმანეთი დააჯერეს. უკომპრომისოები ვიქნებით, მერე უკვე ავტორიტეტიც აღარ არსებობს, როცა ასე იქცევიან და ყველას მიეხედება აბსოლუტურად. ეს არის დავალება. გადაივლის ეს დღეები და ან შეინანებენ, ან არადა ნახავენ ღვთის ძალას,“- აცხადებს მიტროპოლიტი იაკობი.
შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდი მარხვის შედეგ შეიკრიბება, სადაც განხილვის მთავარი საკითხი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები იქნება.
მასალის გამოყენების პირობები