ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს "ფეისბუქ“ გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა - საპატრიარქო
საზოგადოება - 19:54, 11 Apr, 2021     1170

ასეულობით ყალბი პროფილის მეშვეობით საპატრიარქოს facebook გვერდზე მორიგი ინფორმაციული შეტევა განხორციელდა - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ვკითხულობთ, დაახლოებით 500 ყალბი, ინდური წარმომავლობის "პროფილი" გამოიკვეთა.

"დანანებით აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მედიაკამპანიის ფარგლებში დიდი ხანია გამოიკვეთა ოპონენტთა მეტად აშკარა და თვალშისაცემი მეთოდით - ე.წ. „ბოტებითა“ და „ტროლებით“, ანუ არარსებული Facebook პროფილებით მანიპულირება.

ვფიქრობთ, ინფორმაციულ სამყაროში ეს მოძველებული ხერხია, თუმცა საქართველოსთვის, მისი სახელმწიფოებრიობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის - ეკლესიის მიმართ მსგავსი ანტიპიარი სულ მცირე უხერხული უნდა იყოს.

ყალბი პროფილებით ემოციის გამოხატვა (მოწონება, სიცილი და სხვ.), ასევე არარსებული პიროვნებების სახელით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე უცენზურო და შეურაცხმყოფელი კომენტარები, სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღიურობად იქცა.

მსგავსი შემთხვევების სიმრავლის გამო, ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ ორი შემთხვევიდან აღებული ფაქტები.

აღსანიშნავია, რომ პირველი მათგანი სულ რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოსთან მხარდასაჭერად მოსული მოსახლეობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალაზე მომხდარ ფაქტებს ეხება.

საკითხის მეტი სიზუსტისათვის დავძენთ, რომ მარტო აღნიშნულ შემთხვევაში დაახლოებით 500 ყალბი, ინდური წარმომავლობის ,,პროფილი" გამოიკვეთა.

მიგვაჩნია, რომ გაუყალბებელი, ობიექტური და სინამდვილის ამსახველი ინფორმაცია უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ჩვენს სახელმწიფოსა, საზოგადოებას, მედიასა და ეკლესიას, ვიდრე გაყალბებული რეიტინგი და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება”, - ნათქვამია განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42