"სააღდგომოდ მიდიან სოფლებში, კარგია, რომ არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საგაზაფხულო სამუშაოებია, ადამიანებს სჭირდებათ მუშაობა, ზოგს ბაღი აქვს დასამუშავებელი და ეს ყველაფერი სიტუაციას განტვირთავს.
"აღდგომის დროს ქალაქები იტვირთება, დადიან ადამიანები სააღდგომო დღესასწაულებზე, ბევრი მიდის სოფლებში და კარგია, რომ შემდეგ არდადეგები იქნება და ისინი დარჩებიან სოფლებში - მობილობა განიტვირთება და დაეცემა.
გარდა ამისა, საგაზაფხულო სამუშაოებია, ადამიანებს სჭირდებათ მუშაობა, ზოგს ბაღი აქვს დასამუშავებელი, ზოგს - მიწები და ვფიქრობთ, რომ ამან გარკვეულად უნდა განტვირთოს სიტუაცია. მაგრამ თუ ამ უქმე დღეებს ჩვენ გამოვიყენებთ სხვა მიზნისთვის - თავშეყრებისთვის, ქეიფებისთვის, ეს მოგვცემს საპირისპირო შედეგს" , - განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები