სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო მინისტრი ჩამოვა, მათ შორის ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ინფორმაციას "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ადასტურებენ.
"ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია უნდა ეწვიოს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. კარგია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან, რომელთა ჩამოსვლა სწორედ ეძღვნება ამ კრიზისს, რაშიც ქვეყანა იმყოფება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ჩამოსვლაც ხელს შეუწყობს კრიზისის გადაჭრის გზებზე შეთანხმებას", - განაცხადა ჯაფარიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით , ეს მინისტრები იქნებიან ბალტიის ქვეყნის მინისტრები - ესტონეთი, ლატვია-ლიეტუვა, შევედეთი, პოლონეთი და საფრანგეთი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, შემდეგ კი "ლელოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შეხვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები