გავრცელების სისწრაფე და მასშტაბები იზრდება - საქართველოში შემთხვევათა 50-60%-ში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს
COVID-19 - 15:15, 12 Apr, 2021     1294

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში შემთხვევათა 50-60%-ში ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს. მისივე თქმით, მთელს ევროპაში ბრიტანული შტამის 90%-ია ცირკულირებაში:

„მთლიანად ევროპაში დღეს, დაახლოებით, 90% ცირკულირებს „ბრიტანული შტამი“ და მათ შორის, საქართველოს პროგნოზირება რომ კეთდება, უკვე 50-60%-ს ზემოთ ჩვენთან ცირკულირებს ე.წ. ბრიტანული შტამი,“- განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, ბრიტანული შტამი დანარჩენი შტამებისგან იმით განსხვავდება, რომ გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, მისი თქმით, ქვეყანაში საბედნიეროდ, არ არის სხვა შტამები, რომლებიც ორმაგი მუტაციით იწყებს გავრცელებას:

„პრაქტიკულად, „ბრიტანულ შტამზე“ ზედამხედველობას აზრი აქვს ხოლმე დასაწყის პერიოდში, როდესაც იწყება მისი ცირკულაცია, როდესაც უნდა გავარჩიოთ ეს არის ბრიტანული თუ ჩვეულებრივი შტამი. ძალიან კარგად ვიცით სხვა ქვეყნების გამოცდილება და მისი განსხვავება სწორედ ის არის, რომ ის ძალიან სწრაფად და უფრო ადვილად გადადის, გადამდებლობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ, მანამდე ცირკულირებად შტამებს ჰქონდათ. ახლაც ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ განსხვავებები დავიჭიროთ. „ბრიტანული შტამი“ ნახევარზე მეტია, ამიტომაც ხდება ასეთი სწრაფი გავრცელება სხვა მიზეზებთან ერთად და ეს კვლევები მუდმივად გრძელდება. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ქვეყანაში მარტო ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, იქ არის სხვა შტამებიც იგივე ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული, ინდური შტამები გაჩნდა ახალი, ორმაგი მუტაცებით, ამიტომ ეს მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42