200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიის 1200 საათი - Responsible.ge-სა და "კამარას“ თანამშრომლობის 1 წელი
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:42, 12 Apr, 2021     1266


ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის „კამარაში“ Responsible.ge-ს დაფინანსებით 1 წელია მიმდინარეობს. 2020 წლის მარტში „კამარა“ იყო პირველი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის პარტნიორი გახდა და თამაშზე დამოკიდებული ადამიანებისთვის კომპლექსური ფსიქოთერაპიული კურსები გამოაცხადა.

პროექტის დაწყებიდან 1 წლის თავზე კამარა და responsible.ge შედეგებს აჯამებენ.

ამ დროის განმავლობაში ცენტრს ფსიქოთერაპიული სერვისისთვის 190-მა ბენეფიციარმა მიმართა. თერაპიული კურსი წარმატებით დასრულებული აქვს 23 პაციენტს. დღევანდელი მონაცემებით თერაპიას გადის 59 პაციენტი.

ნათია ფანჯიკიძე, კამარას ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი: „მეთოდს, რომელსაც კამარაში დამოკიდებულებებთან სამუშაოდ ვიყენებთ, ძალიან მაღალი გამარჯვების მაჩვენებელი აქვს. პრაქტიკულად, ყველა პაციენტი ინარჩუნებს ხანგრძლივ რემისიას და ბევრმა ადამიანმა შეცვალა ცხოვრება. შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თანამშრომლობა სწორი ნაბიჯი იყო. ცხადია გლობალური პრობლემის დასაძლევად ერთი თანამშრომლობა, ინიციატივა ან თუნდაც ცენტრი საკმარისი არ არის. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ვფიქრობ სხვა მხარეების ჩართულობით გადახდის უუნარო სეგმენტისთვის ფსიქოსარეაბილიტაციო კურსების ხელმისაწვდომობის გაზრდით უნდა გაგრძელდეს.“

„ეს პრაქტიკა, როცა სათამაშო ბიზნესი ფსიქორეაბილიტაციის პროგრამებს აფინანსებს, საკმაოდ კარგად მუშაობს ევროპაში. პროექტის დასაწყისში ჩვენი მიზანი იყო არა მარტო კომპანია, არამედ ინდუსტრია განგვევითარებინა და სოციალური პასუხისმგებლობის ეს მოდელი შემოგვეტანა ბაზარზე.

1 წლის წინ „ევროპაბეთისა“ და „კამარას“ თანამშრომლობის დაანონსება გაბედული და ხმაურიანი ნაბიჯი იყო ორივე მხარისგან. გვიხარია, რომ პროგრამაზე მოთხოვნაც და შედეგებიც პროექტის აუცილებლობაზე მიანიშნებს. ვფიქრობთ, საბოლოოდ ასეთი შესაძლებლობების გამრავლებასა და ფსიქოთერაპიის ხელმისაწვდომობის გაზრდაში გემბლინგ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.“ - აღნიშნავს ლაშა გოგუა, „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი.

2020 წლის მარტიდან პროექტის ფარგლებში კამარაში თერაპიის 1248 საათი ჩატარდა. თერაპიული სეანსები პარალელურად მიმდინარეობს სამ ჯგუფში, კვირაში ოთხი დღე, ოთხ სხვადასხვა თერაპევტთან.

კურსების დაწყებიდან 3 კვირაში ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა ინტენსიური ფსიქოთერაპიის პროგრამა არ შეჩერებულა.

„მოგვიწია თერაპიის პროცესის ონლაინში გადატანა. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურმა შეხვედრებმა ზოგიერთი თერაპიის ჩატარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები გამოგვაცალა, მთლიანობაში, მეთოდის გადატანა მოხერხდა და ჩვენდა სასიხარულოდ, შედეგმა გაამართლა. მოგვემატნენ ახალი ბენეფიციარებიც, მათ შორის, საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები პირები. აქედან გამომდინარე, გარდა თბილისში მცხოვრები ბენეფიციარების ადგილზე მომსახურებისა, ონლაინ პრაქტიკა აღარ გავაუქმეთ. დავტოვეთ, როგორც უკვე აპრობირებული, დამატებით შესაძლებლობა დედაქალაქის გარეთ მცხოვრები ბენეფიციარებისთვის.- ნინუცა კომახიძე, „კამარას“ ფსიქოლოგი.

ფსიქორებაილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის „კამარაში“ გრძელდება. პროგრამაში რეგისტრაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ ცენტრს ნომერზე 032 298 21 95.

----

„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას პასუხისმგებლიანი ოპერირების კონცეფციას იზიარებს და ქართულ ბაზარზე ახალი კულტურის შემოტანას განაგრძობს. ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42