"მიუხედავად იმისა, რომ საჭირო იქნება რთული კომპრომისები, მჯერა, მხარეები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას" , - აცხადებს აშშ-ს ელჩი , კელი დეგნანი.
ელჩის განმარტებით, ქვეყნისთვის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მნიშვნელოვანია.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას. ეს მოთხოვნა აქვს საქართველოს მოსახლეობას. ქართული საზოგადოება ელოდება, რომ აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად სწრაფად გადაიჭრას და არჩეულმა წევრებმა დაიწყონ მუშაობა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი თუ რეგიონალური დინამიკა.
ამ გამოწვევებზე მთავრობამ და პარლამენტმა სრული შემადგენლობით უნდა იმუშაონ. მე მჯერა, რომ მხარეები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას და რა თქმა უნდა, ჩვენ შევასრულებთ ფასილიტატორების როლს.
მიუხედავად იმისა, რომ საჭირო იქნება რთული კომპრომისები, მჯერა, მხარეები შეძლებენ შეთანხმების მიღწევას",-თქვა დეგნანმა.
მასალის გამოყენების პირობები