სასარგებლო და გემრიელი - როგორ მოვამზადოთ მანდარინის კექსი მარტივად
კულინარია •  11:42, 03 Nov, 2018     15409
მანდარინი შემოდგომის ნამდვილი ლიდერია. თუმცა, ცოტა თუ იყენებს მას ნამცხვრებში.
ძალიან გემრიელი და ამავდროულად სასარგებლოა მანდარინის კექსი, რომლის მომზადების წესსაც გთავაზობთ.


მასალა:

მანდარინი - 2 ცალი

ხილის ჩირი - 150 გრ (ქიშმიში,გარგარი,ანანასი,ალუბალი)

ლიქიორი - 2 ს/კ (ფორთოხლის)

კარაქი - 150 გრ

შაქარი - 125 გრ

კვერცხი - 3 ცალი

ფქვილი - 125 გრ

გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ

მანდარინის კარამელისთვის

კარაქი - 20 გრ

შაქარი - 1 ს/კ

ამ ნამცხვრის გემოს საიდუმლოა მასში გამოყენებული ჩირის მრავალფეროვნება და ფორთოხლის ლიქიორი. მანდარინმა რომ არ გაუშვას წვენი შებრაწვის დროს, საჭიროა 2 მანდარინი გავფცქვნათ და 1 საათით გავაჩეროთ, რომ კანი ცოტათი მოშრეს. მაცივრიდან ამოვიღოთ კარაქი და კვერცხი რომ შეთბეს. 150 გრ ჩირი ჩავალბოთ 2 ს/კ ფორთოხლის ლიქიორში. ტაფაზე გავაცხელოთ 20 გრ კარაქი, დავაყაროთ 1 ს/კ შაქარი და ჩავყაროთ მანდარინი. შევბრაწოთ მანდარინი ორივე მხრიდან 2 წუთის განმავლობაში. შებრაწული მანდარინი გადმოვიღოთ თეფშზე და გავაციოთ. ტაფაზე სადაც ვწვავდით მანდარინს, ჩავყაროთ ლიქიორში ჩალბობილი ჩირი. გავაჩეროთ ცეცხლზე სანამ ლიქიორი არ ამოშრება. 150 გრ კარაქი და 125 გრ შაქარი კარგად ავთქვიფოთ. დაახლოებით დაგვჭირდება 5 წუთი. ნელ-ნელა დავამატოთ თითო კვერცხი და თან ვთქვიფოთ. ჩავყაროთ 125 გრ გაცრილი ფქვილი 1 ჩ/კ გამაფხვიერებლით. დავამატოთ ჩირი და ავურიოთ. ცომი უნდა გამოვიდეს სქელი, თუ გათხელდა დაამატეთ ფქვილი. კექსის ფორმას წავუსვათ კარაქი და დავაყაროთ ფქვილი. ფორმაში გადმოვიღოთ ცომის ნაწილი, ზემოდან დავადოთ კარამელიზებული მანდარინი და გადმოვიღოთ დანარჩენი ცომი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში. ცხელ კექს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამირან გამყრელიძე: ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, ბატონო ამირან, კორონა თურმე მთებში ისვენებსო
შსს-ს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა - უწყების საგანგებო განცხადება
ბაღდათში ოჯახს, მოკრეფილი თხილი მოიპარეს - რამდენიმე დღის წინ კი ლობიო, სიმინდი და გოგრა მოიპარეს
თუ ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირი დადგინდება, შესაბამისი რეაქცია გვექნება - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ახალქალაქში ისევ სპეცრაზმია მობილიზებული
ტრაგედიამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონულ ფოსტაზე პაროლი იყო შეცვლილი - რამიშვილი
ივანიშვილის მმართველობა ის გამონაკლისია, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ვისაც სად უნდა იქ გაერთიანდეს, ვოლსკი უალტერნატივოა - კახა კალაძე
ჯანმო: "კორონავირუსის მსოფლიო ვაქცინაციისთვის $100 მილიარდი დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო"
"სასულიერო პირებს, რომლებიც ჩემს ძმას სტუმრობდნენ საპყრობილეში, მღვდელმსახურება შეუჩერეს" - თორნიკე მამალაძე
ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
მეუფე სპირიდონი: რა კორონა, რა მორონა, სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას და ვირეშმაკობას?!
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42