Formula Media School “ფორმულას“ მედიისა და კომუნიკაციების სკოლა იწყებს განაცხადების მიღებას 2 თვიან ინტენსიურ სასერტიფიკატო კურსებზე შემდეგი სამი მიმართულებით:
- სამაუწყებლო მედიის ჟურნალისტი
- სამაუწყებლო მედიის ოპერატორი
- ციფრული კომუნიკაციები - სოციალური მედია
სკოლა გთავაზობთ:
️ - მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების თეორიულ კურსებს
️ - პრაქტიკულ მეცადინეობებს ფორმულას ბაზაზე
-️ მედიისა და ციფრული კომუნიკაციების ბაზარზე მაღალი რეპუტაციის სერტიფიკატს
მეცადინეობები როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტში წარიმართება ტელეკომპანია ფორმულას შენობაში და მონაწილეებს ექნებათ შესაძლებელობა უშუალოდ ჩაერთონ მედია პროდუქტების მომზადებაში.
კურსის საუკეთესო მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ ტელეკომპანია ფორმულაში
განაცხადები მიიღება 2021 წლის 21 აპრილიდან 2021 წლის 15 მაისამდე. სასწავლო პროცესი დაიწყება 2021 წლის 31 მაისს. თითოეული მოდულის საკონტაქტო დრო მოიცავს: სამაუწყებლო მედიის ჟურნალისტი - 72 საათი, სამაუწყებლო მედიის ოპერატორი - 72 საათი, ციფრული კომუნიკაციები - სოციალური მედია - 48 საათი (ჟურნალისტისა და ოპერატორის კურსები 8 კვირის განმავლობაში კვირაში 4 დღე, დღეში 2 საათი, ხოლო ციფრული კომუნიკაციები 8 კვირა, კვირაში 3 დღე, დღეში 2 საათი).
კურსების სრული ღირებულება შეადგენს:
ჟურნალისტი - 900 ლარი
ოპერატორი - 900 ლარი
ციფრული კომუნიკაცია - სოციალური მედია - 800 ლარი.
კურსებზე დასარეგისტრირებლად უნდა შეავსოთ ქვემოთ მითითებული მარტივი სააპლიკაციო ფორმა:
მასალის გამოყენების პირობები