"მისი "პადდელნიკები" ყოფილი პოლიციელები არიან" - ახალდაბაში მომხდარმა მკვლელობამ კალაშოვსა და მერაბ ჯანგველაძეს შორის დაპირისპირება უკიდურესად გაამწვავა
კრიმინალი - 13:33, 08 May, 2021     13144

გამოცემა "Прайм Крайм"-ის ცნობით, ბოლო პერიოდში, ისედაც დაძაბული ვითარება ორ ყველაზე გავლენიან "კანონიერ ქურდს", შაქრო კალაშოვსა და მერაბ ჯანგველაძეს შორის კიდევ უფრო გამწვავდა. ამის მიზეზი ორ ქურდს - მამუკა კვიჟინაძესა და ჯეირან კინწურაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტია. მამუკას მერაბი უჭერს მხარს, ხოლო ჯეორანს - შაქრო მალადოი.

ყველაფერი საქართველოს ორ მოქალაქეს შორის "საქმის გარჩევით" დაიწყო, რომელთაგან ერთი მამუკა კვიჟინაძის, ხოლო მეორე ჯეირან კინწურაშვილის პროტეჟეა. კონფლიქტის მოსაგვარებლად მამუკამ და ჯეირანმა ტრაპიზონში ერთი-ერთზე საუბარი გადაწყვიტეს, მაგრამ ჯეირანმა შეიტყო, რომ მამუკას თან სხვა ქურდებიც მოყავდა და შეხვედრასთავი აარიდა. მან განაცხადა, რომ კვიჟინაძემ პირობა დაარღვია და კავშირზე აღარ გამოდიოდა.

"ნეიტრალურ" ქურდებთან ერთად შეხევდრაზე უარი მამუკამ კინწურაშვილს სიმხდალეში ჩაუთვალა, მისი აზრით, ეს ირიბი დადასტურება იყო იმ ფაქტოს, რომ ჯეირანის პროტეჟე მტყუანი იყო. ამის საფუძველზე ის ჯეირანს, როგორც ქურდს შეეხო, ხოლო მის ხალხი სცემეს.

იცოდა რა მერაბის მიერ კვიჟინაძის მხარდაჭერის შესახებ, გადაწყვიტა საქმეში შარო მალადოი ჩაერთო და მასზე კვეჟოვიჩისა და წრიპას მეშვეობით გავიდა. როდესაც შაქროს ჰკითხეს, თუ რა აზრის იყო ამ კონფლიქტზე, მან თითქოს განაცხადა, რომ მამუკა ჯეირანს "არასამართლიანად შეეხო".

ამგვარი სიტყვებით გულმოცემულმა ჯეირანის ხალხმა საქართველოში მოქმედება დაოწყეს და ახალდაბაში მათთან დაპირისპირებული მამუკას პროტეჟე მოკლეს.

კვიჟინაძე სასწრაფოდ იტალიაში, მერაბთან გაფრინდა და მას საქმის დეტალები გააცნო. როდესაც ჯანგველაძემ შაქროს გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, კალაშოვზე კიდევ უფრო განაწყენდა, რადგან მან საქმის დეტალური გარკვევისა და ორივე მხარის მოსმენის გარეშე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

"კრიმინალური ავტორიტეტის" აზრით, საერთოდაც არ არის საჭირო შაქრო კალაშოვის სხვის პრობლემებში ჩართვა, რადგან მას თავად აქვს ბევრი საკითხი მოსაგვარებელი. მათ შორის მისი ნათესავის დათო ოზმანოვის, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჯანგველაძის ხალხმა 10 წლის წინ მას ყური მოაჭრა და "ერთ ადგილას" დაჭრა, თავს კვლავ "კანონიერ ქურდს" უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქურდი არაფერს აკეთებს და მთლიანად "ბიზნესშია ჩაფლული". რაც შეეხება თავად შაქროს, ჯანგველაძის თქმით, კალაშოვს ხელქვეითებად ყოფილი პოლიციელები ჰყავს, რაც მომავალში აუცილებლად იქცევა ცალკე განხილვის საგნად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42