პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა მიუთითებს იმაზე, რომ მისი ინტერესი საქართველოს მიმართ დიდია. მისივე თქმით, როდესაც მელია საპატიმროს დატოვებს, ის აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და დაიკავოს მისი კუთვნილი ადგილი:
"ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში, მიუთითებს იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ პოლარიზებამ და დაძაბულობამ დაიკლოს, ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ და გააგრძელოს ის საქმიანობა , რომელიც მათ მანდატებს ეკადრება, რომელიც მათ მიანიჭეს მოსახლეობამ. ამიტომ ევროკავშირის სურვილი შარლ მიშელის დოკუმენტი, ამ პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის და მათ შორის ნიკა მელიასთვის, რომელიც, როცა გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი ჩემი აზრით და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც ელოდებიან ევროპელები მათგან.
რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკური პატიმარი და პირველ რიგში, თვითონ ის ფაქტი, რაც მოხდა მიუთითებს იმ ძალიან მარტივ სამართლებრივ საკითხზე, რასაც ჰქვია გირაოს გადახდა, თუ გინდა, რომ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდე. ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ ჯერ ვერავისზე ვიტყვით, ვინმე არის თუ არა დამნაშავე. საუბარია გირაოზე, ხოლო გირაო დადგა იმ კონკრეტული ფაქტის შემდეგ, რაც განხორციელდა საჯაროდ, საზოგადოების წინაშე, პირდაპირ ეთერებში და ამან გამოიწვია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - განაცხადა კუჭავამ.
მასალის გამოყენების პირობები