ის ჩემთვის მკვდარია... გაგვანადგურა, ჩემი მეორე შვილი მის გამო ციხეში ეწამება - ბადრი ესებუას მამა
საზოგადოება - 10:36, 21 Jun, 2021     3213

საქართელოს ბან

კზე თავდამხსმელი ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა "კვირის პალიტრასთან" თავის შვილებზე, თავდასხმის შემდგომ მათ ცხოვრებასა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც მისი ვაჟის ქმედებებს მოყვა.

როგორც ტარიელ ესებუა აცხადებს, მისი ვაჟი, რომლის გამოც ცხოვრება აეწეწათ, მისთვის მკვდარია:

„სულ ტელევიზორს ვუყურებ, რომ არაფერი გამომრჩეს. 8 თვეა ბადრის არაფერი ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. ის ჩემთვის მკვდარია, ჩემი შვილია, მაგრამ მისი არაფერი მაინტერესებს. მე მეორე შვილის ამბავი მაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში. გამორჩეული არც ერთი შვილი არ მყავდა, მაგრამ ახლა რა აუტანელი მდგომარეობაცაა ჩემს ოჯახში, მტერს არ ვუსურვებ - ორივე შვილი დამეღუპა, მშობლები გავნადგურდით, უდანაშაულო შვილი მიზის ციხეში... 39 წლის კაცია და ცხოვრებაში მისგან ერთი წყენა არავის ახსოვს. მსახურობდა ჯარში, მერე მუშაობდა კეთილმოწყობის სამსახურში. ხელმოწერებს შევაგროვებდი, მის ყველა დამსახურებას მოვუყრიდი თავს, მაგრამ რას უშველის? ბადრისთან არც არაფერი მაქვს სათქმელი, ჩაიდინა თუ არა დანაშაული, დღეს მის გამო ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა. მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია.

ვერაფრით დავეხმარე ჩემს უდანაშაულო შვილს, ის მძევალია, ბადრის გამო აიყვანეს და ეწამება. იმ თვეში დამთავრდება ბიძინას ამბავი და ვნახოთ, რა იქნება, რასაც მოისურვებენ, იმას უზამენ. ჩემი თავი სულ არ მადარდებს, ერთი დღე არ ვიცოცხლებდი ამ მდგომარეობაში, ბიძინას პატარები რომ არა, ხვალვე მოვიკლავდი თავს. ვერ გავუძელი ამხელა დარტყმას, ავადმყოფი ვარ, დიაბეტიანი, სტენტი მაქვს გასაკეთებელი, ნაინსულტარი ვარ, მაგრამ სამკურნალო ფული არა მაქვს. მეუღლეა და, ბადრისა და მერე ბიძინას ამბავზე იმდენი ინერვიულა, ახლა ყველაფერი სულერთია მისთვის, აზრზე არ არის, აშკარად ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ბიძინა კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა და მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იუსტიციის სახლის შორიახლო იდგა. საბარგული არ იკეტებოდა და გვეუბნებიან, შიგ "ლიმონკა", ტყვიები, საძილე ტომარა და რაღაცები ეწყოო. ამ ყველაფერს ჩადებდა საბარგულში და 2 დღე დატოვებდა? რა თქმა უნდა, ჩაუდეს. რად უნდა დიდი მკითხაობა იმას, რომ ბიძინა ბადრის სატყუარად გამოიყენეს... 5 და 10 დამცველი რომც ავიყვანო,­ რა აზრი აქვს? რაც უნდათ, იმას უზამენ­. რაც უნდათ, ის უქნიათ, სამუდამოს ხომ არ მისცემენ? როცა იქნება, გამოვა. მე ერთი მშრომელი კაცი ვარ. ვის ვებრძოლო,­ სახელმწიფოს ხომ ვერ შევებრძოლები? მოვა დრო და გაირკვევა ყველაფერი. უდანაშაულო კაცი 7 თვეა ციხეში ზის, 2 თვეა არაფერი უჭამია”, - აცხადებს ესებუა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42