ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სასამართლოში კლანური მმართველობის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პოლიტიკა - 13:23, 21 Jun, 2021     821

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სასამართლოებში კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. ფრაქციის თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლება მიშელის დოკუმენტის პირობებს არღვევს და სასამართლო რეფორმის გატარებამდე მოსამართლეების უვადოდ დანიშნვის პროცესს უწყობს ხელს.

დეკანოიძის განმარტებით, კომისიამ უნდა შეისწავლოს სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მოსამართლეთა დანიშნვის საკითხები და გამოიკვლიოს კავშირები, ანგარიში კი საერთაშორისო პარტნიორებს გადაეგზავნებათ:

"მთელი ცივილიზებული სამყარო, ისევე როგორც საქართველოს საზოგადოება, უმძიმეს შეფასებას აძლევს საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას. ამერიკის სენატის უმაღლესი ტრიბუნიდან, ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან ხაზგასმულია, რომ საქართველოში მოქმედებს და თავხედურად პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეწევა კლანი, და ეს კლანი ძირს უთხრის არა მარტო საქართველოს მართლმსაჯულებას, არამედ ეს კლანი მოქმედებს უარყოფითად საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ საქართველოში არ შემოდის ინვესტიციები, თავისუფალ ბიზნესს არა აქვს თავისუფალი სასამართლოს იმედი და ადამიანებს დაკარგული აქვთ ყველანაირი იმედი, რომელმაც უნდა დაიცვას მათი უფლებები.

საქართველოში არსებული კლანური სასამართლო სისტემა მიწებებულია ხელისუფლებასთან და კომფორტულად გრძნობს თავს.

სასამართლო სისტემა არა მხოლოდ კრიტიკას ვერ უძლებს, არამედ საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება, როცა ,,ოცნება" არღვევს იმ შეთანხმებას, რომელსაც თვითონ მოაწერა ხელი" - აცხადებს ხატია დეკანოიძე.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42