22 ივლისს კორონავირუსით 64 წლის ბორის ჩოჩიევი გარდაიცვალა. იგი კორონავირუსით ივლისში დაავადდა. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ის ჩრდილოეთ ოსეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბორის ჩოჩიევს სხვადასხვა დე ფაქტო თანამდებობა ეკავა. იგი ხელმძღვანელობდა ე.წ. ეროვნებათა საქმეთა კომიტეტს, იყო განსაკუთრებულ საკითხთა "მინისტრი", ხელმძღვანელობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის "სამხრეთ ოსეთის" ჯგუფს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების პროცესში იყო ჩართული. ლეონიდ თიბილოვის ე.წ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩოჩიევი ხელმძღვანელობდა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
მასალის გამოყენების პირობები