ქალი, რომელიც ახლა ჟურნალისტების ცემას ამართლებს, 3-4 წლის წინ ატირებული მევედრებოდა, საქმეში მედია ჩამერთო და მისი შვილი გადამერჩინა... ახლაც იგივე რომ მოხდეს, ისევ დასჭირდება ტელევიზიების დახმარება - ტარიელ კაკაბაძე
პოლიტიკა - 10:09, 28 Jul, 2021     5463

ადვოკატთა გაერთიანების დირექტორი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს და იხსენებს 3-4 წლის წინანდელ ისტორიას, როდესაც შეკერილი საქმე მედიის დახმარებით გახსნა და ცრუ მოწმეები გამოაშკარავა. კაკაბაძის განმარტებით, იმ დროინდელ საქმეში ფიგურირებდა პირი, რომლის დედაც ახლა ჟურნალისტების ცემას ამართლებს, მაშინ კი სწორედ მათი დახმარების იმედი ჰქონდა, რათა მისი შვილი უსამართლობის მსხვერპლი არ ყოფილიყო:

"ჟურნალისტების შესახებ:

დაახლოებით 3-4 წლის წინ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს საქმე შეუკერეს. ორივე დაკავებულს მრავალწლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ჟურნალისტების ჩართულობით შევძელით სხვადასხვა უკანონობის გამოაშკარავება. მედია რომ არა, საზოგადოებას ვერ ვაჩვენებდით ბრალდებულის უდანაშაულობას.

შევძელით ყველა იმ პოლიციელის გამოაშკარავება, ვინც ბრალდებულები უკანონოდ დააკავა და საქმე გააყალბა. ასევე შევძელით ცრუ მოწმეების მხილება. ჟურნალისტების მუშაობის გარეშე ამ საქმეს ვერ მოვიგებდით და ის ბრალდებულები დღესაც ციხეში იქნებოდნენ.

გუშინ კი ვაწყდები ერთ-ერთი გამართლებულის მშობლის კომენტარს სწორედ იმ ტელევიზიის მისამართით, ვინც მის საქმეს აშუქებდა. კომენტარში ეს ქალბატონი ამართლებს ჟურნალისტის ცემას და ითხოვს ამ ტელევიზიების დახურვას. ეს ზუსტად ის ქალბატონია, ვინც 3-4 წლის წინ ატირებული მევედრებოდა ჟურნალისტების საქმეში ჩართვასა და შვილის გადარჩენას. არადა ზუსტად ვიცი - მისი შვილს რომ კიდევ საქმე შეუკერონ, იგივე ტელევიზიებს გააშუქებინებს მისი შვილის მიმართ ჩადენილ უკანონობას.

მოკლედ, სანამ სხვისი პრობლემის დანახვას არ ვისწავლით, არაფერი გვეშველება! ერთი დღით არ უნდა ვიცხოვროთ", - წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42