მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ერთხმად თანხმდება, კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტური იარაღი ვაქცინაციაა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თვლის, რომ ინფიცირების ასეთი მასშტაბებით გავრცელება იმნიზაციის პრობლემას არ უკავშირდება. როგორც ტიკარაძე აცხადებს, ვაქინირებულ ადამიანსაც ხვდება ვირუსი, იმუნიზაცია და კი დამატებითი ბენეფიტია:
"მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირი არის ინფიცირება. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესი საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით და თქვენ ხედავთ, რომ ხელმისაწვდომობა მოსახლეობას ამისთვის აქვს", - აცხადებს ტიკარაძე.
მასალის გამოყენების პირობები