თამბაქოს აქციზის გაზრდა - იმპორტიორების უკმაყოფილება და კონტრაბანდის რისკები
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:15, 13 Nov, 2014     3756
საქართველოში თამბაქოზე აქციზის გადასახადის გაზრდა იგეგმება. თამბაქოზე აქციზის ეტაპობრივი ზრდა თამბაქოს კონტროლის შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ამ საკითხზე უკვე იმსჯელა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა. საკითხის განხილვა მომდევნო სასესიო კვირაში იგეგმება.

2015 წლისათვის თამბაქოზე აქციზის გადასახადი კიდევ ერთხელ მოიმატებს, სახელმწიფო კი თამბაქოს გაძვირებით მწეველთა რაოდენობის შემცირებას გეგმავს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თამბაქოს აქციზის ფასის ზრდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თამბაქოზე ხელმისაწვდომობის შესამცირებლად.

2015 წელს, 2012 წელთან შედარებით, მთავრობა აქციზის გადასახადის სახით, 148.4 მილიონი ლარით მეტ შემოსავლის მიღებას გეგმავს.

როგორია იმპორტიორების დამოკიდებულება აქციზის გაძვირებასთან დაკავშირებით და რატომ მოხდა საკითხის დაჩქარებული წესით ინიცირება ბიზნსთან საფუძვლიანი კონსულტაციების გარეშე, - ამასთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტი“ ,,იმპერიალ ტობაკოს“ კორპორატიულ საკითხთა დირექტორ კავკასიაში ირაკლი ნადარეიშვილს ესაუბრა, რომელიც განამრტავს, რომ ინიციატივა აქციზის გაძვირებასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ არ არის თანხვედრაში სამოქმედო გეგმასთან, ამასთან საქმე გვაქვს ადვალორული აქციზის გაჩენასთან, რომლის ადმინისტრირება გაცილებით მეტ კომპლექსურობას ითხოვს და რომლის გამოცდილებაც, ნადარეიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს არ ჰქონია.

,,ზოგადად, როგორც თამბაქოს ბიზნესის, ისე ნებისმიერი ბიზნესის მოლოდინი და სურვილია, რომ მთავრობასთან ჰქონდეს გრძელვადიანი ურთიერთობა, ჰქონდეს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა გეგმები აქვს მთავრობას ამა თუ იმ ბიზნესის რეგულირებასთან მიმართებაში. როდესაც ვსაუბრობთ თამბაქოს ბიზნესზე, მოგეხსენებათ, რომ ეს საკმაოდ მძიმე რეგულაციის ქვეშ მყოფი ბიზნესია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს წარმოდგენა იმ ხედვის შესახებ, რომელიც აქვს მთავრობას ამ ბიზნესთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშ ეს შეეხება აქციზს. ამ მიზნით 2003 წელს მთავრობამ შექმნა სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია პრემიერმინისტრის მიერ, სადაც გაწერილია ყველა ის ღნისძიება, რომელიც თამბაქოს ბიზნესთან უნდა იყოს დაკავშირებული. მათ შორის არის აქციზი, რომელზეც წერია, რომ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს აქციზის თანმიმდევრული გაზრდა. დღევანდელი წინადადება და ინიციატივა, რომელიც მთავრობამ პარლამენტში შეიტანა, ითვალისწინებს პირველ იანვარს აქციზის ზრდას და მომდევნო ზრდას კი 6 თვის თავზე - პირველ ივლისს. ეს გარდა იმისა, რომ არ არის თანხვედრაში სამოქმედო გეგმასთან, არსებობს კიდევ უფრო მნიშნელოვანი მომენტი, მეორე გაზრდა, რომელიც ივლისში არის დაგეგმილი, ეს არ არის სტანდარტული, ფიქსირებული გაზრდა, არამედ ეს არის ადვალორული აქციზის გაჩენა, რომელიც არის პროცენტი პროდუქციის ღირებულებიდან, ეს არის ტიპიურად ახალი აქციზი, რომლის ადმინისტრირება გაცილებით მეტ კომპლექსურობასთან არის დაკავშირებული. არც ბიზნესს და არც სახელმწიფოს აქამდე ასეთი გამოცდილება არ ჰქონია და გაუგებარია, რატომ ხდება ასეთი დაჩქარებული ტემპებით, შუა კალენდარულ წელში ამის ინიცირება“, - აცხადებს ნადარეიშვილი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ასოცირების ხელშეკრულება გარკვეულწილად გვავალდებულებს აქციზის პოლიტიკის განვითარებას, ნადარეიშვილი განმარტავს, რომ ადვალორული კომპონენტის შემოღებისთვის, საქართველოს 5-წლიანი დროს აქვს მიცემული და მისი თქმით, გაუგებარია, რატომ ხდება საკითხის დაჩქარებულად მიღება. ირაკლი ნადარეიშვილი მიიჩნევს, რომ აქციზის გაძვირება უნდა იყოს შეფასებული რეგიონულ კომპლექსში და მან კონტრაბანდის გაჩენის შესაძლებლობა არ უნდა გამოიწვიოს.

,,ასოცირების ხელშეკრულებაში მკაფიოდ არის გაწერილი ყველა ის ვალდებულებები, რომელიც საქართველოს აქვს აღებული, ხოლო რაც შეეხება ადვალორული კომპონენტის შემოღებას, ამავე ხელშეკრულებით საქართველოს აქვს 5 წელი მიცემული ხელშეკრულების ალაში შესვლიდან. დღეს როცა ხელშეკრულება არც კი არის ბოლომდე რატიფიცირებული ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ, ჩვენ დაჩაქარებული ტემპებით პირველივე წელს გვინდა, რომ ეს დავნერგოთ. გარდა ამისა, როცა საუბარია აქციზის ოდენობაზე, ამ შემთხვევაში ევროკავშირმა ხანგრძლივი ვადა მოგვცა, რომელშიც არც არის განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ზუსტი თარიღი, როცა ჩენ უნდა მივაღწიოთ ევროკავშირის აქციზის დონეს. ყველას კარგად ესმის, რომ აქციზის ზრდა აუცილებლად უნდა იყოს შეფასებული რეგიონულ კომპლექსში. როდესაც სომხეთში სიგარეტი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში და ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვზრდით აქციზს, ეს გამოიწვევს მხოლოდ დამხოლოდ იმას, რომ გაჩნდება უფრო მეტი კონტრაბანდული პროდუქცია საქართველოს ბაზარზე, რომელიც არ იქნება სასარგებლო არც მომხმარებლისთვის, არც სახელწმიფოსთვის და არც ბიზნესისთვის, რადგან ეს არის კონტრაბანდა, რომელიც არც გადასახადს იხდის და არც საბაზრო წესებს არ ექვემდებარება.

ამ იტომ ჩვენთვის გაუგებარია ის მოტივაცია, რომლითაც მთავრობა ინიციარებას უკეთებს სრულიად ახალი ტიპის აქციზის შემოღებას ასეთი დაჩქარებული ტემპებით, მოკლე ვადებში მოუმზადებლად და ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების და შეთანხმების გარეშე“, - აცხადებს ნადარეიშვილი.

რაც შეეხება კონსულტაციებს, ნადარეიშვილი ამბობს, რომ იყო მხოლოდ კომუნიკაცია ფინასთა სამინისტროსთან, თუმცა ეს არ იყო კონსულტაციები და საკითხის დეტალურად განხილვა, მისი თქმით, მხოლოდ გადაწყვეტილების გაცნობა მოხდა.

,,ჩვენთან ჰქონდა კომუნიკაცია ფინანსთა სამინისტროს, თუმცა ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გაცნობა ამ გადაწყვეტილების. როგორც ასეთი, რომ ყოფილიყო სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული იქნებოდა მოსაზრებები რომელიც შემდეგ გათვალისწინებული იქნებოდა ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში, ასეთი რამ არ მომხდარა. ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ კანონიერ საშუალებას, ძირითადად მედიას, სადაც ხელი მიგვიწვდება იმისათვის, რომ ჩვენი პოზიცია დავაფრიქსიროთ“, - განაცხადა იმპერიალ ტობაკოს კორპორატიულ საკითხთა დირექტორი კავკასიაში ირაკლი ნადარეიშვილმა.

,,ნიუპოსტი“ კომენტარისთვის დაუკავშირდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გოგი თოფაძეს, რომლიც ამბობს, რომ აქციზის ფასი სავარაუდოდ 5-დან 15 თეთრამდე მოიმატებს. ბიზნესმენი აპირებს დააყენოს საკითხი ფასის დაწევასთან დაკავშირებით.

,,აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მომავალ სასეიო კვირას იგეგმება. როგორც იცით ეს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მოითხოვება. ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ გადასახადი რაც შეიძლება დაწიონ. არამგონია, რომ სიგარეტის ფასი არ გაიზარდოს და ჩვენთან მსყიდველობითუნარიანობა დაბალია. სავარაუდოდ, აქციზის გადასახადი 5-დან 15 თეთრამდე გაიზრდება“, - აცხადებს გოგი თოფაძე.

მთავრობამ თამბაქოზე აქციზის გადასახადი პირველად 2013 წლის 1 სექტემბერს გააძვირა და ერთ ყუთ ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრიდან 75 თეთრამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე აქციზის არსებული განაკვეთი 15 თეთრიდან 20 თეთრამდე გაიზარდა.

ამ ეტაპზე, მთავრობა მუშაობს პროექტზე, რომლის თანახმადაც, თამბაქოზე აქციზის გადასახადი 2015 წლის 1 იანვრიდან კიდევ ერთხელ უნდა გაიზარდოს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ინკოგნიტო ბარათი
ონკოლოგიის ცენტრი ქალბატონებს გინეკოლოგიური მიმართულებით უფასო კონსულტაციებს სთავაზობს
შარლ მიშელის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის წუხილი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით - ჰარცელი
ხელისუფლების ძალოვანი უწყებები რღვევას განიცდიან - სუს-ის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ნიკა მელიას საქმეში არ ერევა - "ვერ ჩავერევი კანონის აღსრულებაში. გადაიხადონ გირაო მანამ, სანამ განაჩენი დადგება"
"დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან"- ირაკლი ღარიბაშვილის ახალი პირობა
ვინ ითბობს ხელებს ხალხის სიცოცხლის ხარჯზე - ჯანდაცვის სამინისტრო კორუფციულ ფაქტებზე ალაპარაკდა
ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, დესტრუქციული ოპოზიცია - მიშელის წასვლის შემდეგ, ღარიბაშვილი ჩვეულ რიტორიკას დაუბრუნდა
ზარქუას აღიარება - პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ მელია გამოუშვას
"შავ ძაღლს ფეხი სტკივა და ვერ ჯდება..." - უანგარო მეგობრობის ამსახველი დღის ფოტო
"ოცნება" უკან არ იხევს - "ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებზე არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება"
ყველამ ვიცით, რომ არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო - ფრიდონ ინჯია
დიალოგს ალტერნატივა არ აქვს... კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი ჩვენი პარტნიორების ჩართულობის გარეშე რომ შეგვეძლოს - კალაძე
საშვილიშვილო ამბავია - ელისაშვილი საარჩერვნო რეფორმით კმაყოფილია
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42