"მე უარს ვამბობ საყოველთაო დაზღვევით სარგებლობაზე, შენ?!" - ლარის გადარჩენის ინიციატივა
11:55, 27 Aug, 2015     8492
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ეროვნული ვალუტის გადასარჩენად ახალი ინიციატივით გამოდის. ლაგაზიძე სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვისი მიზნით, ყველას ვისაც სურვილი აქვს და ამავდროულად ფინანსური მდგომარეობაც საშუალებას აძლევს, მოუწოდებს, უარი თქვას ჯანმრთელობის სახელმწიფო დაფინანსებაზე.

„მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, იმიტომ რომ გადავრჩინო ლარი! შენ?!

სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ 13 ივნისი არაა. საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს უზარმაზარი სოციალური ვალდებულებები და ხარჯები და უპირველესად, ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის პროგრამა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის, განურჩევლად შემოსავლისა, ჯანმრთელობის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტს აკისრებს.

იმ პირობებში, როცა საგარეო ფაქტორები ლარის გაუფასურებას შეუქცევადს ხდის, ხელისუფლებას სჭირდება ბერკეტები იმისათვის, რომ ლარის კურსზე ზემოქმედი შიდა ფაქტორები მაქსიმალურად გაანეიტრალოს. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი - ბიუჯეტზე აკიდებული უზარმაზარი სოციალური ვალდებულებების შემცირებაა. ეს არა მხოლოდ ხელისუფლების ვალდებულებაა.

მატერიალური თვალსაზრისით ლარის შემდგომმა გაუფასურებამ საზოგადოებისთვის 13 ივნისზე მძიმე შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ჩვენი სამოქალაქო და სოციალური სოლიდარობა ახლა არანაკლებ საჭიროა.

ამიტომ, ყველამ, ვისაც შემოსავლები საშუალებას გვაძლევს, რომ ტვირთად არ დავაწვეთ სახელმწიფო ბიუჯეტს, უარი ვთქვათ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაფინანსებაზე; ზამთარობით - დენისა და გაზის უფასო ვაუჩერზე.

ხელისუფლებამ კი უნდა დაადგინოს მოქალაქის შემოსავლების ის ზღვარი, რომლის ზემოთაც ადამიანს უნდა ეკრძალებოდეს იცხოვროს სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე.

სანამ ხელისუფლებას მოსთხოვ, გააკეთე ის, რაც შენ შეგიძლია. ეს ჩვენი სოციალური და სამოქალაქო ვალია!

მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე; დენისა და გაზის უფასო ვაუჩერზე, იმიტომ რომ გადავრჩინო ლარი! შენ?!

მარტივად და უბრალოდ: შემოგვიერთდით და გააზიარეთ. ეს ჩვენი საზოგადოების დიაგნოზიც იქნება“- წერს ხათუნა ლაგაზიძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ქვეყანაში კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყო? - ბოლო 24 საათში ინფექციის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კარგად დააკვირდით ფოტოს - 64 წლის ციალა ბექაურს ოჯახი მესამე კვირაა ეძებს
სპეცოპერაცია თბილისსა და მარენულში - დაკავებულია 4 ნარკორეალიზატორი
თავდასხმა ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბზე - ჩამსხვრეულია შუშები და დაზიანებულია ინვენტარი
ისანში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ქალი გაათავისუფლეს
ისანში საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს
საპროტესტო აქცია ისანში - მოსახლეობამ გზა გადაკეტა
ლუკაშენკომ ლიტვასთან და პოლონეთთან საზღვარი ჩაკეტა
“ძალიან მინდა შევქმნა მეორე ოჯახი, ეს უნდა იყოს საბოლოო” – ნინი ბადურაშვილი
ივანიშვილი ყოველ დილით პარიზიდან იწერს კრუასანს, რომ კაპუჩინოს მიაყოლოს - შალვა ნათელაშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42