პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
საზოგადოება - 16:31, 07 May, 2020     32853



Stack-ის დახმარებით ყოველდღიურად საჭირო სამუშაო, სალაპარაკო და გასართობი აპლიკაციების ორგანიზებულად დახარისხება ე.წ. სთექებში, ანუ დასტებში მნიშვნელოვნად მარტივდება.

ერთ დასტაში მოთავსებული აპლიკაციები ერთდროულად ჩნდება ეკრანზე და მათი ერთდროულად გამოყენება ტაბების მუდმივ ცვლას არ საჭიროებს.

შესაძლებელია ერთი ისეთი დასტის ქონაც, სადაც თქვენი ყველა სოც-ქსელი ერთად მოიყრის თავს.

მომხმარებელს შეუძლია ერთ დასტაში გააერთიანოს ვიდეო გაკვეთილი და ბლოკნოტი, რომელშიც საკვანძო საკითხებს ჩაინიშნავს ან ცალკეულ დასტებში, სხვადასხვა პროექტისთვის საჭირო მასალები და აპლიკაციები მოაქციოს და ერთმანეთისგან გამოყოს.

მათთვის, ვინც სხვადასხვა წყაროდან ერთდროულად იძიებს ინფორმაციას და ხშირად ახალ გვერდს ხსნის დროებით, Stack-ს განსაკუთრებული “Ghost” ფანჯრები აქვს, რომელიც ერთი ღილაკით, ერთდროულად იხურება და ყურადღებაც ისევ ყველაზე საჭირო აპლიკაციებს უბრუნდება.




„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მუშაობისას Stack-ში ერთი აპლიკაციის მთელს ეკრანზე გაშლა, ყველა სხვა აპლიკაციიდან მოსული შეტყობინებების ერთი ღილაკით გათიშვა და კონცენტრაციის სრულად, მთავარ საქმეზე ფოკუსირება საკმაოდ მარტივია. Stack-ის ეს და სხვა ფუნქციები, რომელიც ინტერნეტთან მუშაობის პროდუქტიულობას ერთიორად ზრდის, მომხმარებლებთაბ მჭიდრო კომუნიკაციისა და ხედვების გაცვლის შედეგად არის შექმნილი. ასეთ მომხმარებლებს შორის არიან პროექტის მენეჯერები, დიზაინერები, მარკეტინგის სპეციალისტები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელმძღვანელები და სხვა ადამიანები, რომელთათვისაც ორგანიზებული სამუშაო გარემო და ინტერნეტთან ეფექტური ურთიერთობა მნიშვნელოვანია“,- ამბობენ გუნდში, რომელსაც ქართული სტარტაპ ეკოსისტემისა და ინტერნეტის მოხმარების პროდუქტიულობის ზრდისთვის მომავალშიც დიდი გეგმები აქვს.

სთექი ახალი, ინოვაციური და რაც მთავარია, ქართული პროდუქტია ინტერნეტ სამყაროში, რომელიც მოგცემთ საშუალებას ‘’ახლიდან შეიყვაროთ თქვენი კომპიუტერი’’.








მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ბიტკოინის ფასი სწრაფ ვარდნას განაგრძობს
ნიგერია ვაქცინის 4 მილიონ დოზას მომავალ კვირას მიიღებს
"პირზე აკრული წებოვანი ლენტი და სხეულზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებები" - ახალციხეში სასტიკი მკვლელობის დეტალები
შარლ მიშელი კიდევ ერთხელ დარწმუნდება იმ უკანონო ქმედებებში, რომელსაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს - ზალკალიანი
შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს და განიხილოს ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის და დიალოგისთვის - ზალკალიანი
ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარია - კარლ ჰარცელი შარლ მიშელის ვიზიტზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისშია
ლედი გაგას გატაცებული ძაღლები დაუბრუნეს - დასაჩუქრდა თუ არა მპოვნელი 500 000 დოლარით
შოკისმომგვრელი ისტორია - 8 წლის განმავლობაში ერთად მომუშავე დაქალები დები აღმოჩნდნენ
უიშვიათესი ყვითელი პინგვინი , რომელიც აქამდე ჯერ არავის უნახავს (ფოტოები)
ანტარქტიდას უზარმაზარი ზომის ყინული მასა მოწყდა (ვიდეო)
ბზიანას ტაძრის ჩამონგრეულ სახურავს საქართველოს რუკის ფორმა აქვს (ფოტო)
"საბჭოთა წესები" საზმაუზე - ტელევიზიამ თანამშრომლებს სოციალური ქსელის "გამოყენების წესები" დაუდგინა
რა შეზღუდვები იხსნება 1-ლი მარტიდან - ჩამონათვალი სრულად
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
ახალციხე შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების კერად იქცეს – დღეს ყირიმ–კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი დაიღუპა
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42