ფულის საშოვნელად მიდიოდნენ სხვა ქვეყანაში - ФСБ-სა და რუსეთის ელჩის განმარტება ბელორუსში დაკავებულ "ვაგნერის" მებრძოლებზე
15:02, 31 Jul, 2020     792
რუსეთის ელჩი ბელორუსში დმიტრი მეზენცევი აცხადებს, რომ სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მებრძოლები, რომლებიც ბელორუსის უშიშროებამ დააკავა, "მესამე ქვეყანაში მიფრინავდნენ ფულის საშოვნელად". მისი თქმით, ისინი შეიძლება დაცვის მიზნით კერძო ფირმას დაექირავებინა. მეზინცევი სრულიად გამორიცხავს მათ შესაძლო მონაწილეობას ბელორუსის შიდაპოლიტიკურ საქნმეებში.

"რაც შეეხება ხსენებული რუსეთის მოქალაქეების, ბელორუსში, სანატორიუმ "ბელორუსოჩკაში" დაბინავებას, ამის გაკეთება მათ იმის გამო მოუწიათ, რომ მესამე ქვეყანაში გასამგზავრებელ რეისზე დააგვიანდათ" - აცხადებს ელჩი.

ანალოგიურ განმარტებას აკეთებს დაკავებულ ვაგნერელებზე ФСБ-ს წარმომადგენელი და აცხადებს, რომ მინსკი მათთვის სატრანზიტო პუნქტი იყო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსმა მწერალმა ზახარ პრილეპინმა განაცხადა, რომ დაკავებულებში ამოიცნო რამდენიმე ადამიანი, რომლებთან ერთადაც ის დონბასში იბრძოდა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
“შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ?“ - სკანდალური წერილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში
თამარს კომპანიისთვის გასუფთავებული ლეპტოპი უნდა დაებრუნებინა - კომპანია ზეგ-ის დირექტორი
ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში მონაწილეობდა - კომპანია ZAG-ის ადვოკატი
თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4 500 ლარამდე იყო - ZAG-ის დირექტორი
პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა: საქართველოში უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული
"თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს ბაჩანა ლობჟანიძე არაა, როცა მას შევხვდი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა" - ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის უახლოეს მეგობართან (ვიდეო)
3 დაღუპული და 2 დაშავებული – უმძიმესი ავარია გურამიშვილის გამზირზე
ბოშების დაპირისპირება ინგოროყვას კლინიკაში - ნაავარიევი მოზარდების მშობლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სისხლიანი დაპირისპირება წალენჯიხაში - მამაკაცი მეზობელმა დაჭრა
23 წლის პროგრამისტის საქმე - პროკურატურა ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42