"ივანიშვილი თუ ბევრს გაბედავს არჩევნებში, ბევრს დაკარგავს..."- ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციის საარჩევნო გეგმებზე
15:49, 31 Jul, 2020     521
ეროვნულ-დემოკატიული პარტიის თავმჯდომარისა და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.


როგორც ქარდავამ „ძალა ერთობაშიას“ დღევანდელ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიცია უკვე მსჯელობს საარჩევნო სტრატეგიაზე.

„დღევანდელ შეხვედრაზე სააარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკაზე ვიმსჯელეთ. ამ მოცემულობაში ერთობას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენი მთავარი ამოცანაა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ. ეს ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა.

ასევე, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ ბევრს გაბედავს ამ არჩევნებში, ბევრს დაკარგავს, თუ ცოტას - ცოტას. მის დამარცხებას რომ ალტერნატივა არ აქვს და ოპოზიცია კოალიციურ რეჟიმში მოვა ხელისუფლებაში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი ძალა ერთობაშია და ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არცევნებმაც დაამტკიცა. ოპოზიციური კოალიცია აგრძელებს მუშაობს, აუცილებლად მოხდება ამ კოალიციის გაფართოება საკმაოდ საინტერესო პერსონებით.“- განაცხადა ქარდავამ.

რაც შეეხევა კოალიციურ რეჟმში სიის ფორმირების წესს, ედპ-ის ლიდერი ამბობს, რომ ის თუ როგორი იქნებოდა სია 2020 წლისთვის, ამაზე ძალა ერთობაშიაში შემავალი სუბიექტები 2018 წელს ერთობლივი დოკუმენტით შეთანხმდნენ, რომელიც არ დაირღვევა. "ვიქნები მე თუ არა სიაში, რაც შეეხება ამ კითხვას, გეტვით, რომ ედპ აუცილებლად იქნება სიაში, ხოლო ვინ - ამას პარტია წყვეტს" - განუცხადა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებს.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
" ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე მოსალოდნელია სამხედრო დაპირისპირება აშშ-სა და ჩინეთს შორის" - ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი
"მისი პიროვნება შესასწავლია“ - ბაჩალიაშვილის დედა გოგონას ე.წ. შეყვარებულს არ ენდობა და შსს-ში გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს
"ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანა, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაა"- ხატია დეკანოიძე
"რასაც "ზეგ“-ი ეწევა, ქართული მენტალობისთვის "ცოტა მიიღებელია“ - რატომ უცხადებს უნდობლობას ბაჩალიაშილის ე.წ. შეყვარებული კომპანიას, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა
ექიმების დაკავების საქმე - ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის საქმე - შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა
"ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით, ქართველებმა თქვენვე უნდა ააშენოთ თქვენივე ქვეყანა" - კონდოლიზა რაისი
"სააკაშვილი არაადეკვატური ადამიანია, რომელიც ხიბლის ცოდვითაა შეპყრობილი" - გია ვოლსკი
"იმედია, დღის ბოლომდე გაუშვებთ ამას სამსახურიდან"- ვის და რატომ დაუპირიპირდა ვახო სანაია
რა ფორმა უნდა შეავსოთ, რომ თურქეთში დროებით მუშაობა შეძლოთ
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42