საქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს
17:03, 31 Jul, 2020     351
საქართველო ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკის, აწარმოე საქართველოსა და „ზოდი“-ს ქვის საწარმოს პარტნიორობით კომპანიამ შემდგომი განვითარების მიზნით, რამდენიმე დაზგა-დანადგარი შეიძინა. განხორციელებული ინვესტიცია კომპანიას მისცემს შესაძლებლობას გადაამუშაოს მთის ლოდები და საბოლოო პროდუქციის სახით ბუნებრივი ქვის ფილები (გრანიტი, ბაზალტი, კირქვა, დიაბაზი და ტუფი) აწარმოოს.


„ზოდი“-მ 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ქართული ბუნებრივი ქვების (გრანიტი, ტუფი, დიაბაზი, ბაზალტი, კირქვა) საწარმოს გახსნის იდეის განხორცილება. „ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმოში იწარმოება მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის ქართული ქვები. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 000 000 ლარია, რომლიდანაც 2 500 000 ლარი დაფინანსებულია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. საწარმო, რომელიც 9200 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული აღჭურვილია იტალიური, თურქული და ჩინური თანამედროვე დანადგარებით, მისი წლიური წარმადობა 50 000 მ2ია. საწარმოში დღეის მდგომარეობით 30მდე ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ პოსტ პანდემიურ პერიოდში, მიუხედავად ეკონომიკურ-სოციალური კრიზისისა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ზოდი“-მ საცალო ქსელი გააფართოვა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში, „ზოდი“-ს ქსელს კიდევ ერთი ფილიალი, ამჟამად ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეემატა.

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა და მისი სამომავლო განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს ბანკი ცდილობს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნეს გარემოს წახალისებასა და ეკონომიკის განვითარებას. პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობის თანხა ორ მილიონზე მეტ ლარს შეადგენს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

ზოდის შესახებ:

„ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. საქართველოში „ზოდი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ყავს 230-მდე ადამიანი და ყოველდღიურად საშუალოდ 350 მომხმარებელს ემსახურება. „ზოდის“ საკუთრებაშია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ოსტატებით დაკომპლექტებული ქვის საამქრო, სადაც უახლესი დაზგა-დანადგარებით მზადდება ბუხრები, სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკის მოსაპირკეთებელი ფილები და სხვა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
"ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით, ქართველებმა თქვენვე უნდა ააშენოთ თქვენივე ქვეყანა" - კონდოლიზა რაისი
"სააკაშვილი არაადეკვატური ადამიანია, რომელიც ხიბლის ცოდვითაა შეპყრობილი" - გია ვოლსკი
"იმედია, დღის ბოლომდე გაუშვებთ ამას სამსახურიდან"- ვის და რატომ დაუპირიპირდა ვახო სანაია
რა ფორმა უნდა შეავსოთ, რომ თურქეთში დროებით მუშაობა შეძლოთ
თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული სიკვდილი - საქმეში გოგონას კიდევ ერთი ახლო მეგობარი ბიჭი გამოჩნდა
შემაშფოთებელი ციფრები- კორონავირუსმა უკვე 700 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა 19 მილიონამდე დააინფიცირა
ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებული თამარის დაღუპვას კომპანია ZAG-ს უკავშირებს და "ფაქტების გასაჯაროებას" აანონსებს
შორენა ბეგაშვილი პირველობას არავის უთმობს - სექსსიმბოლო იდეალურ ფორმაშია
4 720 251 ლარი მხოლოდ ექვს თვეში - შემოწირულობის 67 % "ქართული ოცნებაზე" მოდის
ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას მოვითხოვთ, რომ ვიცოდეთ, როდის მიმართავენ FBI-ს - მიხეილ რამიშვილი
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42