ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ბელორუსში რუსი დაქირავებული მებრძოლების დაკავების ფაქტს და განაცხადა, რომ დარწმუნებულია უახლოეს ვადებში რუსი მოქალაქეების განთავისუფლების შესახებ.
პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთს ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალური განმარტებები იმაზე, თუ რის გამო მოხდა რუსეთის მოქალაქეების დაპატმირება.
„ჩვენ ვიმედოვნებთ და დარწმუნებულიც ვართ, რომ უახლოესი დროის მონაკვეთში განგვიმარტავენ მიზეზს, თუ რატომ მოხდა მათი დაკავება და გაირკვევა კონკრეტული დეტალები, რომლის შემდეგ აუცილებლად გაათავისუფლებენ მათ“- აღნიშნა პესკოვმა
პესკოვმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის 33 მოქალაქის დაპატიმრება მოკავშირეობის ფარგლებში ძალზე შეუთავსებელია.
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა გაერთიანების კერძო კომპანია, „ვაგნერის“ 33 დაქირავებული ჯარისკაცი დააპატიმრეს- თითოეული მათგანი რუსეთის მოქალაქეა. ბელორუსის უშიშროების სისტემაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ჩამოვიდნენ. მებრძოლთა დაკავების საქმეზე ძიება ტერაქტის დაგეგმვის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები