კორონავირუსის პანდემიის დროს ნაშოვნი მილიონები - ბრიტანელი ექსპერტების ჯგუფის საგანგაშო კვლევა საქართველოზე
14:02, 01 Aug, 2020     7877
გამომძიებლების ავტორიტეტული ჯგუფი, Bellingcat-ი კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოში არსებულ კორუფციაზე ანგარიშს აქვეყნებს.

Bellingcat-მა საქართველოში პანდემიის დროს არსებული კორუფციული სქემები გამოავლინა. კერძოდ, საეჭვო შესყიდვები, რომლებიც პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობასა და იმ კომპანიებს შორის განხორციელდა, რომელთა მესაკუთრეები "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან.

Bellingcat-ის გამოძიება ორი მიმართულებით დაინტერესდა - ჯანდაცვის სექტორის შესყიდვებით და საკარანტინე ზონად გამოყენებული სასტუმროებით.

Bellingcat-ის სტატიაში საუბარია შპს Ad Media-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. კომპანიას 40 000 ცალი სამსაფენიანი პირბადე უნდა მიეწოდებინა.

Ad Media-ს აქციების 75%-ს სერგო გალუსტიანი ფლობს. გალუსტიანმა "ქართულ ოცნებას" და სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიის განმავლობაში 100 000 ლარი შესწირა.

სერგო გალუსტიანი ფლობს კომპანია შპს რესპირატორსაც. კომპანია მან 2020 წლის 15 აპრილს, სწორედ პანდემიის დროს დაარეგისტრირა და მეორე დღესვე, 16 აპრილს, ახლადშექმნილმა კომპანიამ 4 მილიონი პირბადის დამზადების შეკვეთა ივანიშვილის ფონდ "ქართუსგან" მიიღო.

Bellingcat-მა ასევე აღმოაჩინა, რომ ჯამში 17 გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა შპს Doctor Goods-თან, ჯამში 2 160 613 ლარის ღირებულების.

Doctor Goods-ს წილების 49.3% 2020 წლის 28 მაისამდე შპს Startup Georgia-ს ეკუთვნოდა, რომელსაც თავის მხრივ საპარტნიორო ფონდი ფლობს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კი "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით საგანელიძეა.

"როგორც ჩანს, გამარტივებული შესყიდვებით გაზრდილია რისკი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები კონცენტრირდება ხელისუფლების წარმომადგენლების შვილობილ კომპანიებსა და ადამიანებზე, რომლებმაც არჩევნებში თანხა მმართველ პარტიას შესწირეს" - წერს Bellingcat თავის გამოძიებაში.

საკარანტინე სივრცეები

Inn ჯგუფმა, რომელიც Iveria Inn-ს, Gudauri Inn-ს, Bakuriani Inn-ს და Royal Inn-ს ფლობს, 13 მარტს ხელი მოაწერა შეთანხმებას მთავრობასთან, რომლის მიხედვითაც საკარანტინე ოთახები გამოიყო.

Inn ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი პაატა კოკაიაა. კოკაიამ სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს 55 000 ლარი შესწირა.

მმართველი პარტიის შემომწირველები არიან "ყვარლის ედემი" ხელმძღვანელებიც, სადაც ასევე საკარანტინე სივრცეები იყო მოწყობილი.

Bellingcat წერს, რომ როგორც გამოძიებიდან ჩანს, გამარჯვებული კომპანიების დიდი ნაწილი უშუალოდ კორონავირუსის პანდემიის დროსაა შექმნილი, მათი მფლობელები "ოცნების" ფინანსური მხარდამჭერები არიან და გაუმჭვირვალეა შერჩევისა და გადაცემის პროცესი, რაც კორუფციის საფრთხეს ზრდის

Bellingcat საერთაშორისო დამოუკიდებელი გამომძიებლების ავტორიტეტული ჯგუფია, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს თანამშრომლები.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ პანდემიით ისარგებლა და "ფული გააკეთა", ხოლო არც ოპოზიციას და არც საერთაშორისო ექსპერტების კვლევას არ იზიარებს თეა წულუკიანი, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლება კორონაპანდემიის დროს ეფექტური იყო:

მე ის ვიცი, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება და ხალხი არის დღესაც მაგალითი მსოფლიოში, ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად და ეფექტურად, დანარჩენი უბრალოდ ბელეტრისტიკაა - ამბობს წულუკიანი.

წყარო: mtavari.tv





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რა ფორმა უნდა შეავსოთ, რომ თურქეთში დროებით მუშაობა შეძლოთ
თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული სიკვდილი - საქმეში გოგონას კიდევ ერთი ახლო მეგობარი ბიჭი გამოჩნდა
შემაშფოთებელი ციფრები- კორონავირუსმა უკვე 700 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა 19 მილიონამდე დააინფიცირა
ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებული თამარის დაღუპვას კომპანია ZAG-ს უკავშირებს და "ფაქტების გასაჯაროებას" აანონსებს
შორენა ბეგაშვილი პირველობას არავის უთმობს - სექსსიმბოლო იდეალურ ფორმაშია
4 720 251 ლარი მხოლოდ ექვს თვეში - შემოწირულობის 67 % "ქართული ოცნებაზე" მოდის
ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას მოვითხოვთ, რომ ვიცოდეთ, როდის მიმართავენ FBI-ს - მიხეილ რამიშვილი
კალაძის ბოდიში თბილისელებს: "ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ჭავჭავაძეზე საცობში მოუწია დგომა, მეც იგივე ხასიათზე დავდგებოდი"
ჩინეთის ქალაქ ვუჰანთან ქიმიური ქარხანა აფეთქდა-არიან დაღუპულები და დაშავებულები (ვიდეო)
სწავლა ვერ იქნება ტრადიციულ, ჩვეულ სტილში - ამირან გამყრელიძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42