ბელორუსში დაკავებული "ვაგნერის" მებრძოლები არსად წასვლას არ გეგმავდნენ - უკრაინა 28 დაკავებულის ექსტრადირებას ითხოვს
19:41, 01 Aug, 2020     1052

ბელორუსში დაკავებული "ვაგნერის" 33 მებრძოლის ირგვლივ სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დაკავებიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის ელჩი და ФСБ-ს წარმომადგენელ აცხადებდნენ, რომ მინსკი მათთვის სატრანზიტო პუნქტი იყო და ისინი სხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ და ბელორუსში იმიტომ დარჩნენ, რომ რეისზე დააგვიანდათ.

საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაკავებულებმა, ადვოკატების თანდასწრებით, არათანმიმდევრული და ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენება მისცეს.

33-ვე პირისგან აღებული ჩვენებების შედეგად საგამოძიებო ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული პირები არსად წასვლას არ აპირებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მინსკი სტამბულის 25 ივლისის რეისზე ჰქონდათ ბილეთები აღებული.

ჯგუფის ხელმძღვანელის ალექსანდ აგაფონოვის თქმით, დაკითხვის დროს 11-მა ადამინამა განაცხადა, რომ ისინი ვენესუელაში მიფრინავდნენ, ხოლო 15-მა - თურქეთი, 2-მა კუბა და ერთმა სირია დაასახელა. ერთმა საერთოდ არ იცოდა სად მიფრინავდა, ხოლო სამმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

"თავადაც ხვდებით, ერთი რეისით სხვადასხვა კონტინენტზე მდებარე სხვადასხვა ქცეყანაში ვერ გაფრინდები," - აცახდებს აგაფონოვი.

მისი თქმით, ბილეთებითა და ასეთი აეული ჩვენებით მათ სურდათ დანაშაულის მომზადების დროს ალიბი ჰქონოდათ. ჯგუფი აშკარად სამხედრო სტანდარტების მიხედვით იყო ორგანიზებული და ერთმანეთთან კონტაქტს WhatsApp მესენჯერით ახორციელებდნენ.

ამის პარალელურად ბელორუსის მედიამ გაავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენპროკურატურამ ბელორუსი კოლეგები ჩააყენა საქმის კურსში, რომ ის აპირებს 33 დაკავებულიდან 28-ის ექსტრადირება მოითხოვოს, რომელთაგან 9 უკრაინის მოქალაქეა. უკრაინა ამ პირებს დონბასში ტერორისტულ ორგანიზაციის წევრობას სდებს ბრალად. ამჟამად უკრაინელი ძალოვნები შესაბამის დოკუმენტებს ამზადებენ.

ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს ბელორუსი მალე გაათავისუფლებს.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ექიმების დაკავების საქმე - ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის საქმე - შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა
"ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით, ქართველებმა თქვენვე უნდა ააშენოთ თქვენივე ქვეყანა" - კონდოლიზა რაისი
"სააკაშვილი არაადეკვატური ადამიანია, რომელიც ხიბლის ცოდვითაა შეპყრობილი" - გია ვოლსკი
"იმედია, დღის ბოლომდე გაუშვებთ ამას სამსახურიდან"- ვის და რატომ დაუპირიპირდა ვახო სანაია
რა ფორმა უნდა შეავსოთ, რომ თურქეთში დროებით მუშაობა შეძლოთ
თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული სიკვდილი - საქმეში გოგონას კიდევ ერთი ახლო მეგობარი ბიჭი გამოჩნდა
შემაშფოთებელი ციფრები- კორონავირუსმა უკვე 700 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა 19 მილიონამდე დააინფიცირა
ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებული თამარის დაღუპვას კომპანია ZAG-ს უკავშირებს და "ფაქტების გასაჯაროებას" აანონსებს
შორენა ბეგაშვილი პირველობას არავის უთმობს - სექსსიმბოლო იდეალურ ფორმაშია
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42