შაქარაშვილი ცემის დროს იწვა, ვიღაც იჭერდა და პირზე ხელს აფარებდა, ეგონათ რომ შემოაკვდათ - ექსპერტი
22:19, 01 Aug, 2020     17124
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბესიკ კილასონია „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ სავარაუდოდ, შაქარაშვილი ცემის დროს იწვა, მას, შესაძლოა, ვიღაც იჭერდა და პირზე ხელს აფარებდა. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის ცემაში მინიმუმ ორი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

"აღწერილია ტარდიას ლაქები ფილტვებში მრავლობითი, რომელიც ხშირად მექანიკური ასფიქსიის დროს ვითარდება. ცემის დროს ისეთი ძლიერი დარტყმები მუშტით ვერ ექნებოდა. სავარაუდოდ მას წიხლებს ურტყამდნენ და მეორე ადამიანი კი პირზე ხელს აფარებდა, რა დროსაც ის სავარაუდოდ გაითიშა, წყალში გადაგდების შემდეგ კი მოხდა ასფიქსია. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდია”, - აღნიშნა ბესიკ კილასონიამ.

ბესიკ კილასონიას თქმით, სუნთქვის შეკავება ადამიანს, საშუალოდ, 2-3 წუთი შეუძლია. შესაბამისად, თუ შაქარაშვილს პირზე ხელს აფარებდნენ, მას შეიძლებიდა, სუნთქვა შეჩერებოდა, თავდამსხმელებს კი ჰგონებიდათ, რომ შემოაკვდათ,

„თუკი სუნთქვა გაჩერდა იფიქრეს, რომ შემოგვაკვდაო და გადააგდეს წყალში, მაგრამ ცოცხალი. და იქ დაიწყო ბოლო ფაზა ასფიქსიის“, – განაცხადა ბესიკ კილასონიამ.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
“შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ?“ - სკანდალური წერილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში
თამარს კომპანიისთვის გასუფთავებული ლეპტოპი უნდა დაებრუნებინა - კომპანია ზეგ-ის დირექტორი
ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში მონაწილეობდა - კომპანია ZAG-ის ადვოკატი
თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4 500 ლარამდე იყო - ZAG-ის დირექტორი
პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა: საქართველოში უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული
"თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს ბაჩანა ლობჟანიძე არაა, როცა მას შევხვდი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა" - ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის უახლოეს მეგობართან (ვიდეო)
3 დაღუპული და 2 დაშავებული – უმძიმესი ავარია გურამიშვილის გამზირზე
ბოშების დაპირისპირება ინგოროყვას კლინიკაში - ნაავარიევი მოზარდების მშობლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სისხლიანი დაპირისპირება წალენჯიხაში - მამაკაცი მეზობელმა დაჭრა
23 წლის პროგრამისტის საქმე - პროკურატურა ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42