პროგრამისტის ბურუსით მოსცული სიკვდილი: ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სხვა ადგილას უნდა ენახათ
22:26, 01 Aug, 2020     2999

„შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს.

„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დნმ-ი.

„შაბათის ფორმულას“ წყაროს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, დილით, 10:15 წუთზე დაურეკეს. ზარი „ვოთსაფის“ საშუალებით განხორციელდა და თამარს კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვეს.

ზარის ავტორს თამარი იცნობდა, რადგან იმ თემაზე, რაზეც შეეხმიანნენ, საუბარი ჰქონდათ გასული დღეების განმავლობაშიც.

თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.

წყარო საგამოძიებო უწყებიდან „შაბათის ფორმულას“ უდასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა.






მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
“შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ?“ - სკანდალური წერილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში
თამარს კომპანიისთვის გასუფთავებული ლეპტოპი უნდა დაებრუნებინა - კომპანია ზეგ-ის დირექტორი
ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში მონაწილეობდა - კომპანია ZAG-ის ადვოკატი
თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4 500 ლარამდე იყო - ZAG-ის დირექტორი
პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა: საქართველოში უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული
"თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს ბაჩანა ლობჟანიძე არაა, როცა მას შევხვდი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა" - ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის უახლოეს მეგობართან (ვიდეო)
3 დაღუპული და 2 დაშავებული – უმძიმესი ავარია გურამიშვილის გამზირზე
ბოშების დაპირისპირება ინგოროყვას კლინიკაში - ნაავარიევი მოზარდების მშობლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სისხლიანი დაპირისპირება წალენჯიხაში - მამაკაცი მეზობელმა დაჭრა
23 წლის პროგრამისტის საქმე - პროკურატურა ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42