გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი გაზის ონკანი - სამგორში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
10:00, 02 Aug, 2020     921

"თბილისი ენერჯი" სოციალურ ქსელში ოფიციალურ განცხადებს აქეყნებს. განცხადების თანახმად სამგორის რაიონში გაზის გაჟონვა მოხდა.
დროულად აღოჩენის გამო ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.
"თბილისში, სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან 114-ში შევიდა შეტყობინება რომ სადარბაზოში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას, ერთ-ერთ დაკეტილ ბინასთან ლაზერულმა აპარატმა გაზის კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინის მეპატრონე ქალაქიდან გასული იყო. უსაფრთხოების მიზნით კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა, კონკრეტულ ბინაში კი მაშველები აივნიდან შევიდნენ რის შემდეგაც სამზარეულოში, გაზქურაზე გაზის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ⚠ სამგორის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გადაურჩა აფეთქებას. თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე - 114, შევიდა შეტყობინება რომ სადარბაზოში გაზის სუნი იდგა და მცხოვრებლები დახმარებას ითხოვდნენ. ⚠ თბილისი ენერჯის სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ მობინადრეს გაზქურიდან ჩახსნილი ქონდა მილი რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული და გაზი ჟონავდა. თავად კი სახლში იმყოფებოდა. ასევე აღნიშნულ ბინაში აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა. ⚠ კორპუსში მცხოვრებლები აქეთქებას გადაურჩნენ ყურადღებიანი მეზობლების წყალობით, რომლებმაც ოპერატიულად შეატყობინეს გაზის გაჟონვის შესახებ თბილისი ენერჯის. ⚠ თბილისი ენერჯი გაფრთხილებთ დაიცავით გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, ნუ დატოვებთ გაზის დანადგარებს უყურადღებოდ, რადგან უსაფრთხოების წესების დარღვევა შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს რაც საფრთხეს უქმნის როგორც თქვენს ოჯახს ისე მეზობლებს. თბილისი ენერჯი - მუდმივი ენერგია თქვენი სახლისთვის" - ნათქვამია ინფორმაციაში.




მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
რა ფორმა უნდა შეავსოთ, რომ თურქეთში დროებით მუშაობა შეძლოთ
თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული სიკვდილი - საქმეში გოგონას კიდევ ერთი ახლო მეგობარი ბიჭი გამოჩნდა
შემაშფოთებელი ციფრები- კორონავირუსმა უკვე 700 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა 19 მილიონამდე დააინფიცირა
ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებული თამარის დაღუპვას კომპანია ZAG-ს უკავშირებს და "ფაქტების გასაჯაროებას" აანონსებს
შორენა ბეგაშვილი პირველობას არავის უთმობს - სექსსიმბოლო იდეალურ ფორმაშია
4 720 251 ლარი მხოლოდ ექვს თვეში - შემოწირულობის 67 % "ქართული ოცნებაზე" მოდის
ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას მოვითხოვთ, რომ ვიცოდეთ, როდის მიმართავენ FBI-ს - მიხეილ რამიშვილი
კალაძის ბოდიში თბილისელებს: "ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ჭავჭავაძეზე საცობში მოუწია დგომა, მეც იგივე ხასიათზე დავდგებოდი"
ჩინეთის ქალაქ ვუჰანთან ქიმიური ქარხანა აფეთქდა-არიან დაღუპულები და დაშავებულები (ვიდეო)
სწავლა ვერ იქნება ტრადიციულ, ჩვეულ სტილში - ამირან გამყრელიძე
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42