"ეს ის ვაკე აღარ არის - აღარსდროს იქნება" - გიგი უგულავა რეაბილიტირებულ ჭავჭავაძეზე
10:50, 02 Aug, 2020     830
"ევროპული საქართველოს" ლიდერი და თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რეაბილიტირებული ჭავჭავაძის ირგვლივს არსებულ აჟიოტაჟს ეხმაურება.
უგულავას თქმით, ვაკეში სატრანსპორტო სისტემა სრულიად შეცვლილია, რისი მიღებაც მაცხოვრებლებს ძალიან გაუჭირებათ.
"კაფეები უფრო მოიმატებს, მაღაზიები შემცირდება. განიერი ტროტუარია და გარე კაფეებიც იქნება და მეტი ფეხმავალიც იქნება. ბუნებრივად წავა მაქეთ რაც ცუდი არაა. ქალაქი გადალაგდება მტკივნეულად, სხვა გზა არ იქნება. ჭავჭავაძეზე თუ საქმე არ გაქვს არც გაიხედავ. მტკივნეული პროცესი იქნება ძალიან. უბნის მთელი ქსოვილი დაირღვა. ფალიაშვილი შებრუნდა, ყველა მკვეთი ქუჩა შებრუნდა, ჭავაჭავაძიდან მარცხნივ ვერსად აუხვევ, ვაკის პარკის იქით უნდა მობრუნდე. არ ვიცი რამდენად იფიქრეს, თუ იფიქრეს ძალიან თამამად გადაწყვიტეს, რადგან ერთი დიდი უბნის 75 წლიანი ქსოვილი, რომელმაც ეპოქების ცვლილებას გაუძლო, ასე მასშტაბურად არასდროს შეცვლილა. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. ასე მარტივადაც არ მიიღებს ცხადია ამას იქ მცხოვრებნი და ასევე მთლიანი საშუალო კლასი, ვინც იქ საქმიანობს. მაგრამ ფაქტია, ასე მარტივად - ეს ის ვაკე აღარ არის - აღარსდროს იქნება" - წერს გიგი უგულავა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
“შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ?“ - სკანდალური წერილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში
თამარს კომპანიისთვის გასუფთავებული ლეპტოპი უნდა დაებრუნებინა - კომპანია ზეგ-ის დირექტორი
ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში მონაწილეობდა - კომპანია ZAG-ის ადვოკატი
თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4 500 ლარამდე იყო - ZAG-ის დირექტორი
პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა: საქართველოში უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული
"თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს ბაჩანა ლობჟანიძე არაა, როცა მას შევხვდი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა" - ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის უახლოეს მეგობართან (ვიდეო)
3 დაღუპული და 2 დაშავებული – უმძიმესი ავარია გურამიშვილის გამზირზე
ბოშების დაპირისპირება ინგოროყვას კლინიკაში - ნაავარიევი მოზარდების მშობლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სისხლიანი დაპირისპირება წალენჯიხაში - მამაკაცი მეზობელმა დაჭრა
23 წლის პროგრამისტის საქმე - პროკურატურა ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42