დაკავებულ პირს კოვიდ-19 დაუდასტურდა - პენიტენციალური სამსახურის საგანგებო განცხადება
11:20, 02 Aug, 2020     573

2020 წლის 28 ივლისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ბრალდებული დ.წ., რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 29 ივლისს ტემპერატურის მომატების მიზეზით გადაიყვანეს ცხელების კლინიკაში.

ბრალდებულისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მყოფი ბრალდებული პოლიციის თანამშრომლებისაგან 1-ლ აგვისტოს 03:12 სთ-ზე ჩაიბარეს. დადგენილი წესის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანამდე, 2020 წლის 1-ლ აგვისტოს 04:00 სთ-ზე ბრალდებულისგან აღებული იქნა ბიოლოგიური მასალა PCR ტესტის ჩასატარებლად.

ამავე დღეს, 09:40 სთ-ზე ესკორტის ოფიცრების ცვლა შეიცვალა და ბრალდებული ესკორტის სხვა სამმა ოფიცერმა გადაიბარა. 1-ლ აგვისტოს 16: 30 სთ-ზე მიღებული იქნა ბრალდებულისთვის ჩატარებული ტესტის პასუხი, რომლითაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ბრალდებულის მდგომარეობა სტაბილურია და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, გადაწყდება ბრალდებულის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა და მისი კოვიდ კლინიკაში გადაყვანის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ტესტის დადებითი პასუხის მიღებისთანავე, ესკორტის სამი ოფიცერი (და მათი ოჯახის წევრები), რომლებმაც ბრალდებული 1-ლ აგვისტოს ღამე პოლიციის თანამშრომლებისგან ჩაიბარეს, გადავიდნენ თვითიზოლაციაში. უახლოეს საათებში მათ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ისინი 21 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებენ და მხოლოდ კიდევ ერთხელ ტესტირების გავლის და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს. ასევე, ესკორტის სამი ოფიცერი, რომლებიც ამჟამად ბრალდებულთან ერთად იმყოფება, ბრალდებულის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ (რაც უახლოეს პერიოდში მოხდება) გაივლის ტესტირებას და გადავა თვითიზოლაციაში, სადაც ასევე 21 დღეს გაატარებს.

როგორც ზემოთ ითქვა, ბრალდებული ესკორტის ოფიცრებმა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადმოიბარეს. შესაბამისად, იგი პენიტენციურ სისტემაში არ მოხვედრილა და პენიტენციურ სისტემასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
“შურისძიება გინდოდა, მოახერხე, კმაყოფილი ხარ?“ - სკანდალური წერილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში
თამარს კომპანიისთვის გასუფთავებული ლეპტოპი უნდა დაებრუნებინა - კომპანია ზეგ-ის დირექტორი
ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაში მონაწილეობდა - კომპანია ZAG-ის ადვოკატი
თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4 500 ლარამდე იყო - ZAG-ის დირექტორი
პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა: საქართველოში უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული
"თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს ბაჩანა ლობჟანიძე არაა, როცა მას შევხვდი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა" - ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის უახლოეს მეგობართან (ვიდეო)
3 დაღუპული და 2 დაშავებული – უმძიმესი ავარია გურამიშვილის გამზირზე
ბოშების დაპირისპირება ინგოროყვას კლინიკაში - ნაავარიევი მოზარდების მშობლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
სისხლიანი დაპირისპირება წალენჯიხაში - მამაკაცი მეზობელმა დაჭრა
23 წლის პროგრამისტის საქმე - პროკურატურა ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42