ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს - ამის შესახებ თოფაძეების ოჯახის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განაცხადა.
რაც შეეხება ბუსა ჟვანიას,მას მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბრალი წაყენებული.
„ლევან თოფაძემ დაზარალებულის სტატუსი გუშინ გვიან ღამით მიიღო, რასაც ჩვენ ვითხოვდით და შესაბამისი დადგენილება პროკურატურამ მიიღო. ვინაიდან ლევან თოფაძე სცნეს დაზარალებულად, შესაბამისად ჩვენ უფლება გვაქვს გავეცნოთ საქმის მასალებს. მე დღეს ჩავაბარე შესაბამისი განცხადება საქმის მასალების გაცნობაზე. პირველივე შესაძლებლობისთანავე, დაუყოვნებლივ გავეცნობი საქმის მასალებს, ვნახავ რა მტკიცებულებებია ჩადებული. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, გიდასტურებთ, რომ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბუსა ჟვანიას ბრალი წაყენებული. რაც შეეხება დაზიანებებს, საქმეში მე როგორც ვიცი ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ დევს ამიტომ უპრიანი იქნება დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, დაპატიმრებასთან დაკავშირებით კი ოჯახს პოზიცია არ აქვს", - განაცხადა გიორგი ანთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები