თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცული სიკვდილი - საქმეში 23 წლის პოგრამისტის კიდევ ერთი ახლო მეგობარი გამოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბიჭი თემუკა ჭანუყვაძეა და ის აიტისპეციალისტია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბაჩალიაშვილის დაკრძალვაზეც იმყოფებოდა და დაუდასტურებელი ინფორმაციით მის სამძებრო ღონისძიებებშიც იღებდა მონაწილეობას.
როგორც ირკვევა, მამაკაცი კონტაქტზე არავისთან გამოდის, მისი ტელეფონი გამორთულია, სოციალური ქსელის ანგარიშები კი გაუქმებული.
თემუკა ჭანუყვაძის მამა "ტვ. პირველმა" ჩაწერა, სადაც მამაკაცი ამბობს, რომ 23 წლის გოგოს დაკრძალვის დღეს, თბილისში ჩასული შვილს ესაუბრა და მას შემდეგ შვილთნ კომუნიკაცია არ ჰქონია.
მისივე მტკიცებით, არ იცის, შვილი სად მუშაობს, თუმცა აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილი თემუკას მასწავლებელი იყო და პროგრამირება სწორედ ბაჩალიაშვილისგან ისწავლა.
თემუკა ჭანუყვაძის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა, მამაკაცმა, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარი იყო.
"მე ვიცი ვინ არის თეიმურაზ ჭანუყვაძე, ერთი ცუციკი ადამიანია. მას თამართან რაღაც კავშირი ჰქონდა უნივერსიტეტის პერიოდში. ის ჩემთან კონტაქტზე არ გამოდის, მე მის შესახებ ინფორმაცია პოლიციას გადავეცი და ისიც დაიკითხება. ყველას მოეკითხება, ვინც საქმესთან შემხებლობაშია"- ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე.
მასალის გამოყენების პირობები