თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მამაკაცს არ ენდობა, რომელიც თავს ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს.
მანამდე კი თამაზაშვილმა შსს-ში გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობის თაობაზე ზუსტი თარიღი უწყებაში ვერ დაასახელეს.
„გავეცანი დაკითხვის ოქმებს, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა. მითხრეს, რომ კამერების ჩანაწერების ამოღებას და ყველა მათგანის გაშიფრვას დრო უნდა და ეს იყო ყველაფერი. ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე ზუსტ თარიღს ვერ მეუბნებიან. დრონის კადრებს რაც შეეხება, ისინი არსებობს უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ იქნა ნანახი. ყოველ შემთხვევაში, ახლა რაღაც მასალები მანახეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით. ბაჩანა ლობჟანიძის პიროვნებას რაც შეეხება, ის ზოგადად გამოსაკვლევია“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები