"ჩემთან მოვიდა კაბინეტში, იყო და თავისი ქალიშვილიც იყო. ვილაპარაკეთ. ვუთხარი, რომ არ არის ყველაფერი ესეთი მარტივი. ვუთხარი, რომ ჩემი შვილი ჯერ კიდევ ძალიან მძიმედ არის, როცა ადგება, ერთი კვირა, მერე მოდი და დამელაპარაკე, და რაც თქვენმა შვილმა გააკეთა, ეს ჩემთვის ყველაფერი არის ცნობილი", - ამბობს თოფაძე.
თოფაძეების ოჯახის ადვოკატის გიორგი ანთიძის თქმით, რა მოლაპარაკებაც უნდა შედგეს, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქმის კვალიფიკაციაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს.
"ბრალდება უნდა ფორმულირდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, დაახლოებით, წინასასამართლო სხდომამდე, სადაც დეტალურად მოხდება დამატებითი მტკიცებულებების მოძებნა, დამატებითი პირების გამოკითხვა და ამის საფუძველზე მივა, შესაბამის დასკვნამდე, რა სახით უნდა იყოს ბრალი წაყენებული", - თქვა უფლებადამცველმა.
მასალის გამოყენების პირობები