შეყვარებული წყვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი აშორებდა დაქორწინებამდე, გაოცდა მას შემდეგ, რაც მათი საქორწინო ცერემონია ჩაშალა ქალმა, რომელიც აცხადებდა ფეხმძიმე იყო სასიძოსგან. ჯვრისწერის პროცესია ჩაიშალა როგორც კი დაიწყო ყვირილი დაუპატიჟებელმა სტუმარმა- იგი გამუდმებით იმეორებდა, რომ მამაკაცისგან ფეხმძიმედ იყო.
ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელიც ქორწილის ცერემონიალს ესწრებოდა აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელ TikTok-ზე ატვირთა. კადრებში ასახულია სიძე და პატარძალი, რომლებიც დგანან ორნამენტიანი თაღის ქვეშ, სადაც მიმდიანრეობს საქორწილო ფიცის დადების პროცესია, ამ დროს კი მოულოდნელად გამოდის ქალი, რომელიც მთელი ხმით იწყებს ყვირილს სიძის მიმართულებით და ყვება იმის შესახებ, რომ იგი ორსულადაა მისგან.
„ენტონი თავს ნუ იკატუნებ თითქოს არ მიცნობ. ვიცი რომ გესმის ჩემი, ისე იქცევი თითქოს არ მიცნობ. მე შენი შვილს ვატარებ მუცლით’ - განაცხადა „დაუპათიჟებელმა სტუმარმა“ ყველას გასაგონად.
პასტორი განაგრძობდა წყვილისთვის ჯვარის დაწერას, თუმცა ამ მომენტში პატარძლის და თავს დაესხა ზემოხსენებულ ქალს და ყვავილები სახეში ესროლა. ვიდეო მილიონობით ადამიანმა ნახა, რომელსაც ათასობით კომენტარი მოჰყვა მომხმარებელთა მხრიდან.
მასალის გამოყენების პირობები