ხუთი ყველაზე საშინელი არაბირთვული აფეთქება მსოფლიოს ისტორიაში
ეს საინტერესოა - 19:11, 07 Aug, 2020     2865

ბეირუთის ტრაგედიამ, რომელმაც 130 ადამიანი იმსხვერპლა და 300 000-ზე მეტი თავშესაფრის გარეშე დატოვა, ათასი ჭორი გამოიწვია, მათ შორის, ბირთვული აფეთქების თაობაზე, რასაც საფუძველი აფეთქების დროს წარმოქმნილმა სოკოსებრმა ღრუბელმა შეუქმნა. თუმცა, მსოფლიოს ისტორიას ახსოვს არაერთი მსგავსი ტრაგედია, რომელიც ფეთქებადსაშიში და ასაფეთქებლი ნივთიერებების გამო მოხდა.

გავაზობთ ხუთ ყველაზე საშინელ არაბირთვულ აფეთქებას, რომელაც მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

1. გემების შეჯახება ჰალიფაქსში (კანადა, 1917 წ.)

1917 წლის 6 დეკემბერს, კანადის პროვინცია ახალი შოტლანდიის ქალაქ ჰალიფაქსის პორტთან ერთმანეთს შეეჯახა ფრანგული სამხედრო სატრანსპორტო ხომალდი "მონბლანი", რომელსაც ბორდოში ასაფეთქებელი მასალები მიჰქონდა და ნორვეგიული ხომალდი "იმო", რომელსაც ბელგიაში პროდუქტების ტრანსპორტირებას ახდენდა.

“მონბლანი" პორტში შედიოდა, ხოლო "იმო" იქიდან გამოდიოდა. ორივე გემის კაპიტანმ,ა ჩათვალა, რომ მისი გზა იყო და სვლა არ შეანელა. შედეგად, ნორვეგიული ხომალდი ფრანგულს შეასკდა, რამაც ბენზოლის გაჟონვა და აფეთქება გამოიწვია.

გემების დაშორიშორების დროს წარმოიქმნა ნაპერწკლები, რამაც ბენზოლის აალება და მძლავრი აფეთქება გამოიწვია. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილი ნანგრევებად იქცა, დაიღუპა თითქმის 2 ათასი ადამიანი, მათ შორის ასობით ბავშვი საჯარო სკოლებში. დაიჭრა 600 და დაზარალდა 10 000 ადამიანი. ზოგიერთმა მათგანმა, რომელიც ამ ფაქტს ფანჯრებიდან უყურებდა, მხედველობა დაკარგა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ჰალიფაქსის აფეთქება ისტორიაში ყველაზე მძლავრია ატომური იარაღის გამოყენებამდე 5 პარამეტრის - მსხვერპლის რაოდენობით, აფეთქების ძალის, ნგრევის რადიუსით, ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობისა და განადგურებული მატერიალური ქონების ღირებულებს მიხედვით.

2. ქიმიური ქარხნის აფეთქება ოპპაუში (გერმანია, 1921 წ.)

კომპანია BASF-ის ქიმიური ქარხანა ერთერთი წამყვანი ცენტრი იყო ქიმიური სასუქის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, მომწამვლელი გაზებისა და ამონიუმის სულფატის (ნივთიერება, რომელმაც ბეირუთის აფეთქება გამოიწვია) წარმოებაში. სასუქის მარაგი თიხის კარიერში იყო დასაწყობებული, სადაც ისინი მყარდებოდნენ. მის წამოსაღებად მუშების გაგზავნა სახიფათო იყო, ამიტომ მას მცირე აფეთქებებით იღებდნენ.

1921 წლის 21 სექტემბერს, ამ მცირე აფეთქებამ გამოიწვია 4,5 ტონა სულფატისა და ამონიუმის ნიტრატის აფეთქება. შედეგად დაიღუპა 500-600 ადამიანი, დაიჭრა 2000-ზე მეტი, ხოლო მუშათა ქალაქის 3/4 დაინგრა. აფეთქების ტალღამ ათეული კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებულ პუნქტებშიც გამოიწვია ნგრევა.

3. აფეთქება კალიფორნიის პორტ-ჩიკაგოში (აშშ, 1944 წ.)

1944 წლის 17 ივლისს, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას კალიფორნიის პორტ-ჩიკაგოში მეზღვაურები 2 სამხედრო გემზე 10 000 ტონა საბრძოლო მასალას ტვირთავდნენ, რომელთა შორისაც იყო ასაფეთქებელი ნივთიერება და ბომბები. მოულოდნელად, ერთერთ გემზე მძლავრი აფეთქება მოხდა, რასაც ორივე ხომალდზე 320 ადამიანი შეეწირა. მან ასევე გაანადგურა პატარა დასახლება პორტ-ჩიკაგოც, დაიჭრა 390 ადამიანი.

გამოძიებამ ვერ შესძლო გაერკვია, თუ რამ გამოიწვია ეს აფეთქება.

4. აფეთქება ტექსას-სიტის პორტში (აშშ, 1947)

ტექსას-სიტის პორტში მომხდარი აფეთქებაც იმავე ნივთიერებით იყო გამოწვეული, რაც ბეირუთსა და ოპპაუში. მსხვერპლის რაოდენობით, ის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტექნოგენურ აფეთქებად ითვლება.

1947 წლის 16 აპრილს ფრანგულ გემ "გრაკანზე" გაჩენილმა ხანძარმა, გემზე ჩატვირთული აღნიშნული ნივთიერების აფეთქება გამოიწვია. ხანძრის გაჩენის დროს გემზე 2 ათას ტონამდე ამონიუმის გვარჯილა იყო ჩატვირთული.

აფეთქებამ მეზობლად მდებარე გემებისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დეტონაცია გამოიწვია. კატასტროფის შედეგად დაიღუპა 580 ადამიანი, მათ შორის 27 პროფესიონალი მეხანძრე და სამი მოხალისე, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. დაზარალდა 3500 ადამიანი.

აფეთქების დროს წარმოქმნილი სოკოსებრი ღრუბლის გამო თვითმხილველებმა ჩათვალეს, რომ სსრკ-მ აშშ-ზე ატომური თავდასხმა განახორციელა. გამოძიების თანახმად, ხანძარი შესაძლოა ანთებულმა სიგარეტმა გამოიწვია.

5. აფეთქება ტიანძინის პორტში (ჩინეთი, 2015 წ.)

ჩინეთის პორტ ტიანძინში მომხდარი აფეთქება მსხვერპლის რაოდენობით ერთერთი ყველაზე მასშტაბურია. ის სამრეწველო ქიმიკატების აფეთქებამ გამოიწვია.თუმცა, აფეთქების სიმძლავრით ეს ტრაგედია დანარჩენებს ჩამოუვარდება.

2015 წლის 12 აგვისტოს პირდში მდგომი კონტეინერი დიდ სიცხის გამო მაღალ ტემპერატურამნდე გახურდა, და გაჩენილმა ხანძარმა საწყობში არსებული ქიმიური ნივთიერებების აფეთქება გამოიწვია.

დაიღუპა 173 ადამიანი, მათ შორის 104 მეხანძრე და 11 პოლიციელი. დაშავდა 798 ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც ახლომდებარე კორპუსების მაცხოვრებლები იყვნენ. კატასტროფამ 12 ატასამდე ავტომობილი გაანადგურა. 2016 წელს ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელს, რომელსაც საწყობები ეკუთვნოდა, ჩინეთის სასამართლომ 2 წლიანი გადავადებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მას ბრალად ქრთამის მიცემა ედება, საწყობებში ტოქსიკური და ფეთქებადსაშიში ნოვთიერებების უკანონოდ განთავსებისთვის. მექტღამეობისათვისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის ციხეში კიდევ 38 ჩინოვნიკი აღმოჩნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42