23 წლის პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ, გადაცემაში "პოლიტმეტრი" განაცხადა, რომ სპეციალისტებმა გარდაცვლილის Gmail-ი გახსნეს.
რამიშვილის განმარტებით, 13 ივლისიდან 18-ივლისამდე მეილზე სიცარიელეა.
"დღეს თამუნას Gmail-ი გაიხსნა. მთელ იმ ინფორმაციიდან, რაც ფოსტაში იყო, რაც მოვახერხეთ დეტალურად გავეცანით. არის საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია. არის გარკვეულწილად რაღაც პერიოდები, სადაც დიდი კითხვის ნიშნებია. გარკვეული დრო 13-დან 18-მდე უცნაურადაა წაშლილი. ფოსტაში ძალიან ბევრი მიწერ-მოწერაა ყოველი დღის, მაგრამ 13-დან 18-მდე არანაირი მიწერ-მოწერა, არანაირი შეტყობინებები არაა, რაც გამოძებისთვისაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ვიღაცას აქვს წვდომა და ეს გადამოწმდება. რა ფორმით და როგორ, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები