„ქალები, რომლებიც მოიხმარენ კანაფს ფეხმიძიმობის დროს, 1.5-ჯერ მეტია რისკი იმისა, რომ მათ შვილს აუტიზმი გამოუვლინდებათ“- აღნიშნა დედის ნაყოფთან დაკავშირებული მედიცინის სპეციალისტმა და კლინიკურმა გამომძიებელმა ექიმმა დარინ-ელ-ჩაარმა. „ ეს არ გახლავთ დამამშვიდებელი და ნუგეშიმომცემი მიგნებები. ჩვენ არ გირჩევთ კანაფის მოხმარებას ორსულობისა და ბავშვის ძუძუთი კვების დროს“.
მეცნიერთა მიერ დადგენილი კვლევები ადასტურებს, რომ მარიხუანის ორსულობის დროს მოხმარება იწვევს ნაყოფის სტანდარტულზე დაბალწონიანობას, იმპულსურობას, ჰიპერაქტიურობას, ყურადღების პრობლემებს, შემეცნებით და სხვა ქცევით პრობლემებს ბავშვებში. ორსულ ქალებში კანაფის მოწევა აგრეთვე 2.3 ჯერ ზრდის ბავშვის მკვდრად დაბადების რისკს.
აშშ-ში ფეხმძიმე ქალებში მარიხუანის მოწევის სტატისტიკა ძალზე გაიზარდა უკანასკნელ ათწლეულებში. 2002-2017 წლებში 12-იდან 44 წლის ასაკის 450 000-მდე ფეხმძიმე ქალი მოიხმარდა აქტიურად კანაფს. უმრავლესი მათგანი მწეველებისა ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში მოიხმარდნენ მარიხუანას. სწორედ ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრი წარმოადგენს ყველაზე სენსიტიურ დროს, როდესაც მიმდინარეობს ნაყოფის ტვინის ჩამოყალიბება.
მასალის გამოყენების პირობები