ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალ კვლევაში კითხვაზე - პარტიის ან კანდიდატის საარჩევნო პროგრამიდან რომელი კომპონენტი განსაზღვრავს თქვენს არჩევანს (კვლევაში მონაწილეებს შეეძლოთ ორი პასუხის არჩევა), გამოკითხულთა 61% ეკონომიკას ასახელებს, 48% ჯანდაცვას, 15% საგარეო პოლიტიკას, 12% სამარლებრივი სისტემის რეფორმას, ხოლო 3% გარემოს დაცვას.
კითხვაზე, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების დროს - 42% აცხადებს, რომ პარტიის ან კანდიდატის პლატფორმა, მხოლოდ კანდიდატს უპირატესობას მხოლოდ 21% ანიჭებს, 18%-სთვის მნიშველოვანია პარტია, გამოკითხულთა 13%-ს კი ამ გადაწყვეტილების მიღებისას პარტიის ან კანდიდატის დაპირება ეხმარება.
კითხვაზე, იცნობენ თუ არა იმ პარტიის ან კანდიდატის საარჩევნო პროგრამას, რომელიც მათ რეგიონში იყრის კენჭს, 41% პასუხობს, რომ ნაწილობრივ იცნობს, 22% საარჩევნო პროგრამას გაკვრით იცნობს, 20% საერთოდ არ იცნობს, ხოლო გამოკითხულთა 16% ძალიან კარგად იცნობს.
გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ საქართველოში ერთი პარტია მაინც ნაწილობრივ აკმაყოფილებს მის ინტერესებს, 21%-სთვის არსებობს ერთი, მათი ინტერესების სრულად დამაკმაყოფილებელი პარტია, 18%-სთვის ნაწილობრივ აკმაყოფილებს მის ინტერესებს ერთი პარტია მაინც, 12%-სთვის ასეთი პარტია არ არსებობს, ხოლოდ 6%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები