თსუ-ს არქეოლოგების უახლესი აღმოჩენა გრაკლიან გორაზე
საზოგადოება - 15:37, 12 Aug, 2020     1246

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანი გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა, რომლებიც ძვ. წ II და I ათასწლეულებით თარიღდება. საველე სამუშაოების წარმოებისას პირველ ტერასაზე სამარხებში დიდი რაოდენობით კერამიკული და ლითონის ინვენტარია აღმოჩენილი, ხოლო მეოთხე ტერასაზე უკვე დაიწყო ძვ.წ X საუკუნის წარწერის სინქრონული ნაგებობის შესწავლა. ამასთან, ახალი აღმოჩენები გაკეთდა ძვ.წ V-IV საუკუნეების სატაძრო კომპლექსის ნაშთების კვლევისას, სადაც პირველად დაფიქსირდა არტეფაქტები, რომელიც რკინის ნივთების წარმოებასთან არის დაკავშირებული.

თსუ პროფესორის ვახტანგ ლიჩელის თქმით, ამ გამოკვლევის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ აქ, პირველად გრაკლიან გორაზე და საზოგადოდ ამ ეპოქისათვის საქართველოში საქმე უნდა გვქონდეს სატაძრო წარმოებასთან, ანუ ლითონის წარმოებასთან, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული სატაძრო-რელიგიურ მოთხოვნებთან. ეს არის პირველი შემთხვევა, როგორც მოგახსენეთ, და ძალიან დიდი იმედი მაქვს და ყველა ნიშანია იმისა, რომ ამ ძვ.. V/IV საუკუნეების ნაგებობის ქვეშ არის უფრო ძველი ძვ.. VI – IV საუკუნეების სხვა ნაგებობაც.“

გრაკლიანის არქეოლოგიურ ბაზაზე ახალ არტეფაქტებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე გაეცნო და წარმატება უსურვა თსუ არქეოლოგიურ ექსპედიციას. ძალიან საინტერესო მუშაობა მიმდინარეობს ბატონი ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით. შარშან გრაკლიანი გორაზე მუშაობდა საერთაშორისო ჯგუფი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და არსებული აღმოჩენები სამეცნიერო ლიტერატურაშიც აისახა. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სადოქტორო დისერტაცია, რომელიც იქნა დაცული ოქსფორდში, სწორედ ამ თემატიკას ეხება, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი სიახლეები აღმოჩნდება გრაკლიანი გორაზე. ეს მეოთხე ტერასაა, კიდევ ბევრი არის გასათხრელი, ასე რომ წლების სამუშაო გველოდება წინ.“

არქეოლოგიური გათხრები თსუ სტუდენტების ჩართულობით მიმდინარეობს.

გრაკლიან გორაზე თსუ არქეოლოგებმა გათხრები 2007 წელს დაიწყეს, სადაც თსუ სტუდენტებისთვის სამეცნიერო-საველე პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა. გრაკლიანის არქეოლოგიურ ბაზაზე გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 11 კულტურული ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და სხვა.

თსუ ექსპედიციის მიერ 2015 წელს აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა მაიამის (აშშ) ლაბორატორიამ ძვ.წ. XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა. ამ აღმოჩენით საქართველო შევიდა იმ უზარმაზარი ცივილიზაციების რიცხვში, რომელთაც საკუთარი დამწერლობა ჰქონდათ ათასწლეულების მანძილზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42